close
ნალიტიკასოფლიოოლიტიკა

სამშვიდობო პროცესების ჩაშლის საფრთხე: დონალ ტრამპი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადებს

იერუსალიმი ტრამპი

არაბულ ქვეყნებში აშშ-სადმი ოპოზიცია სულ უფრო იზრდება, რადგანაც, როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ოფიციალურად განაცხადებს აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას. სხვადასხვა ცნობით, პრეზიდენტი ქალაქს კვირის განმავლობაში ეწვევა.

არაბული ლიგის ქვენებმა – თურქეთის, იორდანიისა და პალესტინის ლიდერმა უკვე გამოხატეს უკმაყოფილება და გააფრთხილეს აშშ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების შესახებ.

რატომ არის ეს საკითხი მნიშნელოვანი?

იერუსალიმის დედაქალაქობის სტატუსი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მნიშვნელოვანი  ნაწილია. იერუსალიმი და მიმდებარე ტერიტორია ისრაელმა 1967 წლის ომის შედეგად მიითვისა, მას შემდეგ, ისრაელის ხელისუფლება იერუსალიმს მიიჩნევს, როგორც დედაქალაქს. მეორე მხრივ, პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს მათი მომავალი სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევენ. 1993 წელს ისრაელსა და პალესტინას შორის დადებული სამშვიდობო შეთანხმებების თანახმად, ისრაელის სტატუსი უნდა განიხილონ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების პერიოდში.

ისრაელის სუვერენულობა იერუსალიმში არცერთ სახელმწიფოს აუღიარებია საერთაშორისოდ. მათ შორის, არც აშშ-ს. ამ მიზეზით, ყველა სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობა თელ-ავივში, ისრაელის კომერციულ დედაქალაქშია განთავსებული.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ იერუსალიმი 200 000-მდე ებრაელით დაასახლა იერუსალიმმა, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა და, შესაბამისად, არალეგალურადაა მიჩნეული. დასახლების პროცესი დღესაც გრძელდება, რის გამოც, ისრაელი მრავალჯერ გამხდარა საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი.

თუკი აშშ აღიარებს იერუსალიმს, როგორც ისრაელის დედაქალაქს, შესუსტდება საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაც, ისრაელის გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს არაკანონიერი ე.წ დასახლების პოლიტიკა აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მის შემოგარენში, კიდევ უფრო განმტკიცდება.

მეორე საკითხია ის, თუ როგორ გაუმკლავდება აშშ გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში აღმოსავლეთ იერუსალიმთან დაკავშირებით შექმნილ რეზოლუციებს. აშშ-ს აქვს ვეტოს უფლება, რაც შესაძლოა გამოიყენოს იმ რეზოლუციების დასაბლოკად, რომლებიც ისრაელის პოლიტიკის საწინააღმდეგოა.

ასევე, საფრთხე ექმნება ე.წ ორი-სახელმწიფოს შექმნის იდეას, რაც დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა და განიხილება კონფლიქტის გადაჭრის მთავარ მეთოდად. თუკი აშშ აღიარებს იერუსალიმს და მათ შორის, აღმოსავლეთ იერუსალიმსაც, რომელიც პალესტინის სახელმწიფოს მომავალ დედაქალაქად მიიჩნევა, საფრთხე შეექმნება „ორი-სახელმწიფოს“ შექმნის იდეასაც.

პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, ის დაუკავშირდა სხვა სახელმწიფოთა ლიდერებს და სასწრაფოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდა, რადგან „ეს გადაწყვეტილება სრულიად გაანადგურებს სამშვიდობო პროცესებს და ახალ დაპირისპირებას გამოიწვევს“ . თურქეთის პრემიერ-მინისტრი ამ შემთხვევას „დიდ კატასტროფას“ უწოდებს, რომელიც  ახალ კონფლიქტებს გამოიწვევს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის თეთრ სახლს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, ვარაუდობენ, რომ ტრამპი ისრაელს კვირის განმავლობაში ეწვევა.

წყარო: euronews, bbc

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2