close
AMGს საინტერესოასოფლიოელიგია და მეცნიერებარაზები

სამი გაკვეთილი „მსოფლიოს უბედნიერეს ადამიანად აღიარებული“ ტიბეტელი ბერისგან 

მეთიუ რიკარდი

მეთიუ რიკარდი არის 71 წლის ტიბეტელი ბუდისტი ბერი, რომელიც საფრანგეთიდან ჰიმალაიში 20 წლის ასაკში გადავიდა და 30 წლის ასაკში ბერი გახდა.

მეთიუ რიკარდის შესახებ პირველად მედიამ 1997 წელს შეიტყო, როდესაც მან მამამისთან ერთად წიგნი გამოსცა. იმ დროიდან მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა TEDსაუბრებში (ტექნიკა, გასართობი, დიზაინი) და არაერთი ბესტსელერის ავტორი გახდა.

მეთიუ რიკარდს აქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ პროექტებს ინდოეთში, ნეპალსა და ტიბეტში.

მედიამ რიკარდს „მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ცოცხალი ადამიანი“ უწოდებს, მას შემდეგ, რაც 2000 University of Wisconsin -ის კვლევის ფარგლებში დაადგინეს, რომ მისი ტვინის გამა ტალღები უძლიერესი იყო.

აღსანიშნავია, რომ მეთიუ რიკარდი დალაი ლამას მრჩეველი და მისი ფრანგული ენის თარჯიმანია.

გამოცემა ,,Business Insider-ი” მეთიუ რიკარდს წარმატების საიდუმლოს შესახებ ესაუბრა.

არსებობს ორი ტიპის წარმატება

ახალგაზრდა ასაკშიც კი რიკარდი მიიჩნევდა, რომ გარეგნული წარმატების ყველა ინდიკატორს – გავლენას, პატივისცემას და სიმდიდრეს – ყოველთვის ბედნიერება არ ახლავს. როდესაც მან თავი ბუდიზმს მიუძღვნა,  გააცნობიერა, რომ ბედნიერება არის უნარი, გზა სამყაროს აღსაქმელად, რომელსაც ავტომატურად არ ახლავს გარეგნული წარმატების მაჩვენებლები.

რიკარდი აცხადებს, რომ ურჩევნია იმ ტიპის წარმატება, რასაც უწოდებენ ,,პირად აყვავებას”, რომელიც ,,ავსებს ჩემს ღრმა ასპირაციას.” „ღრმა ასპირაციასში” ის გულისხმობს წარმატებას, რომელიც განპირობებულია სხვებთან პოზიტიური დამოკიდებულებით მიღწეული თვითრეალიზებით. „ასე რომ – გარდაქმენი საკუთარი თავი და ემსახურე სხვებს,“ – აცხადებს მეთიუ რიჩარდი.

ზოგჯერ ყველაზე რაციონალური არჩევანია, ენდო საკუთარ ინტუიციას

ახალგაზრდობაში რიკარდი სწავლობდა მოლეკულურ გენეტიკას პრესტიჟულ პასტერის ინსტიტუტში. მას გაუჩნდა მზარდი ინტერესი ბუდიზმის მიმართ და გაემგზავრა დარჯელინგში, რათა სულიერი ოსტატებისგან ესწავლა. ამასობაში რიკარდმა დოქტორის ხარისხი მიიღო და დადგა გადაწყვეტილების მიღების დრო,  თუ როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება, მან არჩევანი იოლად გააკეთა.

„გადაწყვეტილების მიღება რთული არ იყო. ეს ჰგავს ხეზე არსებულ მწიფე ხილს, რომლის მოსაწყვეტად ტოტის ჩამოწევაც კი არ გჭირდება. თავისთავად წყდება და გივარდება ხელებში,“ – აცხადებს რიკარდი. მისი განმარტებით, იმ დროიდან ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად მსგავს გზას ირჩევს.

აუცილებელია მიიღოს ის, რასაც ვერ შეცვლი

რიკარდმა ასაკოვან მამასთან ერთად დაწერა წიგნი ,,ბერი და ფილოსოფოსი“, მაგრამ როდესაც პოპულარული გახდა, გადაწყვიტა, რომ დალაი ლამას მაგალითი გამოეყენებინა და პოპულარობა ბედნიერებისა და თვითრეალიზების გაკვეთილების გასავრცელებლად გამოეყენებინა.

მას შემდეგ, რაც Independent-მა გამოაქვეყნა მედიტაციის კვლევის შედეგები, რომელშიც რიკარდიც მონაწილეობდა, ბუდისტი ბერი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აღიარეს.

ამ დროს ის ერთ-ერთ მასწავლებელთან იმყოფებოდა, რომელმაც უთხრა :,,წადი და ეს კეთილი მიზნისთვის გამოიყენე, ადამიანებისთვის, ასწავლე მათ, იყვნენ ბედნიერები“.

წყარო: http://www.businessinsider.com

მასალა მომაზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2