close
ს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები დელფინების შესახებ და მათი მსგავსება ადამიანთან

დელფინი

,,დოქტრინა” გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ბევრისთვის საყვარელ ძუძუმწოვრებზე – დელფინებზე:

  • სიტყვა დელფინის ეტიმოლოგია ბერძნულია და სათავეს იღებს ,,დელფოსისგან”, რომელიც ძმას ნიშნავს;
  • დელფინი ნებისმიერ საკვებს ჭამს;
  • დელფინებს წრიული ცურვა ახასიათებთ, ძირითადად, ამის მიზეზი დაზვერვაა;
  • მდედრი ცალნამგალა ვეშაპი არის ერთადერთი ძუძუმწოვარი, რომელიც განიცდის მენოპაუზას, ისევე, როგორც ადამიანი და მას შემდეგ ცოცხლობს მრავალი წელი, თუმცა, გამრავლების უნარი არ აქვს;
  • დელფინების გუნდურად დადიან და ყველაფერში გუნდურობა ახასიათებთ. მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანი უძლურდება, ისინი ცდილობენ, გადაარჩინონ და წყლის ზედაპირზე ამოიყვანონ, რადგანაც, ცნობილია, რომ დელფინისთვის სუნთქვა აუცილებელია;
  • დელფინებს 100 კბილი აქვთ, მაგრამ მათ საკვების დაღეჭვისთვის არ იყენებენ, კბილებით მხოლოდ საჭმლის მოპოვება შეუძლიათ;
  • დელფინების ტვინი ადამიანის ტვინის ზომისაა;
  • დელფინებს ადამიანების მსგავსად ოთხსარქვლიანი გული აქვთ, სუნთქავენ ფილტვებით და თბილსისხლიანები არიან;
  • ამ ძუძუმწოვრებს ძალიან უყვართ დედა და დიდხანს ცხოვრობენ მასთან, ზოგ შემთხვევაში, 3-8 წლამდეც კი;
  • დელფინების სიგრძეც ადამიანის ზომის საპირწონეა – 150-200 სმ;
  • დელფინებს გააჩნიათ ადამიანის მსგავსი კოგნიტური უნარები და ქცევები. ზოგიერთმა მკვლევარმა გამოთქვა აზრი, რომ იგი ცალკე კლასიფიკაციად დაიყოს;
  • მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა დელფინს აქვს თავისი სახელი ისევე, როგორც ადამიანებს. ისინი სტვენითი ბგერებით უხმობენ ერთმანეთს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2