close
სტრონომია - კოსმოსი

საბჭოთა პერიოდში დედამიწაზე ჩამოტანილი მთვარის ფრაგმენტები სოტბის აუქციონზე გაიყიდება

Apollo-11-Lunar-Sample-Bag-1

საბჭოთა კოსმოსური მისიის მიერ მთვარიდან ჩამოტანილი ფრაგმენტები 29 ნოემბერს დაგეგმილ სოტბის აუქციონზე შესაძლოა $700,000-დან $1 მილიონ დოლარმდე გაიყიდოს.

ნატეხები – ბაზალტის ფრაგმენტი, რომელიც დედამიწის ვულკანური კლდის მსგავსია, კოსმონავტებმა დედამიწაზე 1970 წელს ჩამოიტანეს.  მთვარიდან ჩამოტანილ ფრაგმენტებს აუქციონზე კერძო ამერიკელი კოლექციონერი გაყიდის, რომლის ვინაობა უცნობია და რომელმაც ის 1993 წელს ნინა ივანოვა კოროლევასგან შეიძიმა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კოსმოსური პროგრამის დირექტორის სერგეი კოროლევის ქვრივია. ფრაგმენტები, რომლის ზომა დაახლოებით 2 x 2მმ-დან 1 x 1მმ-ია, საბჭოთა კავშირმა ნინა ივანოვას სამახსოვროდ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ შარშან სოტბის აუქციონზე ჩანთა გაიყიდა, რომელიც ნეილ ამსტრონგმა 1969 წელს მთვარეზე მოგზაურობისას გამოიყენა.  ჩანთა, წარწერით – “Lunar Sample Return“ აუქციონზე 1,8 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2