close
ედიცინა

საბერძნეთში პირველი „სამი ადამიანის შვილი“ გაჩნდა

dvsdv

საბერძნეთში პირველი „სამი ადამიანის შვილი“ გაჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის დროს გამოყენებულ იქნა ორი ქალისა და ერთი მამაკაცის გენეტიკური მასალა.

მედიკოსთა განცხადებით, მათ აღნიშნულ მეთოდს დედის უნაყოფობის დასაძლევად მიმართეს, რომელსაც მანამდე ინ-ვინტრო განაყოფიერების 4 უშედეგო მცდელობა ჰქონდა.

32 წლის ბერძენი ქალბატონი ესპანელი ექიმების კლინიკურ ცდაში მონაწილეობაზე უყოყმანოდ დასთანხმა.

მედიკოსთა ჯგუფმა ხელოვნური განაყოფიერების პროცედურისთვის MST მეთოდი გამოიყენა, რომლის დროსაც დედის დნმ-ის „ჩატვირთვა“ ხდება დონორი ქალის კვერცხუჯრედში, რომლის განაყოფიერება მამის სპერმის საშუალებით ხორციელდება.

ინ-ვინტრო განაყოფიერების ეს პროცედურა მიტოქონდრიალური დაავადების დედიდან ჩვილზე გადატანის პრევენციის მიზნით განავითარეს. დონორის ჯანმრთელი კვერცხუჯრედიდან  უჯრედისბირთვს იღებენ და დედისუჯრედისბირთვს სვამენ. დედის დნმ-ის უმეტესობა ბირთვშია, ხოლო მცირე ნაწილი – დონორის კვერცხუჯრედის მიტოქონდრიაში.

ახალდაბადებული ჯანმრთელი ჩვილის წონა დაახლოებით 3 კილოგრამია.

თუმცა აღნიშნული პროცედურა მედიკოსებს შორის საკამათოა და ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ ის ეთიკურად არასწორია, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ ქალის უფლება, გახდეს დედა, ყველანაირ არგუმენტზე მაღლა დგას.

პროცედურა ესპანური კომპანია Embryotools-ის საბეძნეთის ქალაქ ათენში მდებარე „სიცოცხლის ინსტიტუტთან“ თანამშორმლობის შედეგად განხორციელდა. კვლევაში 40 წლამდე ასაკის 25 ქალბატონი მონაწილეობდა, რომლაბსაც მანამდე ინ-ვიტრო განაყოფიერების სულ მცირე 2 წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა.

გუნდი იძულებული იყო, ცდა საბერძნეთში ჩაეტარებინა, ვინაიდან პროცედურა ესპანეთში დამტკიცებული არაა.

კვლევის წამყვანი ავტორი და კომპანია Embryotools-ის თანადამფუძნებელი დოქტორი ნუნო კოსტა ბორგისი აცხადებს, რომ ბავშვის გენის 99 პროცენტი დედ-მამისაა და მხოლოდ 1 პროცენტი ეკუთვნის დონორს.

www.independent.co.uk

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!