close
რომის პაპი

ხუან კარლოს კრუზი, რომელიც საეკლესიო პირისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ რომის პაპთან შეხვედრისას, პაპმა მისი მხარდაჭერა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ღმერთმა ასეთად შეგქმნა, მას ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ, მეც ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარ და არ მაინტერესებს შენი ორიენტაცია. შენ ბედნიერი უნდა იყო იმით, ვინც ხარ“.

ვატიკანის  სპიკერი, გრეგ ბურკი არ პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს, თუ რამდენად შეესაბამება კრუზის განცხადება სიმართლეს.

მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ეკლესია ღიად უპირისპირდება ჰომოსექსუალობას და ჰეტეროსექსუალობის გარდა, სხვა სახის ორიენტაციას ცოდვად მიიჩნევს, რომის პაპი ფრანცისი აღნიშნული საკითხისადმი განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა.

ჯერ კიდევ 2013 წელს, გახმაურდა ფაქტი, რომის პაპის „ჰომოსექსუალობის ლობირების“  ვატიკანში, რაზედაც პაპ ფრანცისის პასუხი შემდეგი იყო: „ვინ ვარ მე, რომ ადამიანი განვსაჯო?“

ზოგიერთის შეხედულებით, რომის პაპის მსგავს დამოკიდებულებას ჰომოსექსუალიზმის მიმართ, შეუძლია გამოიწვიოს თავად კათოლიციზმის მოძღვრებაში ცვლილებები.   მაგალითდ, ჯეიმ მარტინი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც კათოლიკე LGBTსაზოგადოების ინტეგრაციისთვის და მათი დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის, ის გასულ წელს ვატიკანის კომუნიკაციების სამდივნოს კონსულტანტად დაინიშნა. თავის წიგნში, „ხიდის მშენებლობა“ ის ხალხს მოუწოდებს – „სექსუალურობაზე დამყარებული მორალისაგან“ თავი შეიკავონ.

წყარო: Theguardian

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2