close
გლადიატორი

რომაული საგარეო პოლიტიკოს ფორმულას – ,,გათიშე და იბატონე”, საშინაო პოლიტიკაში ემატებოდა ,,პური და სანახაობა”.  პოპულარობის მოსაპოვებლად და სოციალური პრობლემებიდან  ხალხის ყურადღების ჩამოსაშორებლად, პოლიტიკოსები ხშირად პურს უფასოდ არიგებდნენ და სანახაობებს მართავდნენ. რომაელთა საყვარელმა გასართობმა – გლადიატორთა ბრძოლებმა, პიკს იმპერიის ხანაში მიაღწია. იმპერატორებს არენაზე გლადიატორთა ათეულ ათასობით წყვილი გაჰყავდათ. სანახაობათა რაოდენობა წელიწადში 100-200 დღეს აღწევდა. მაყურებლის ზევით აწეული ცერი დამარცხებული გლადიატორისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ნიშნავდა. დაწეული სასიკვდილო განაჩენს. მის ბედს საბოლოოდ იმპერატორი წყვეტდა. ერთადერთი, ვისაც იმპერატორის გადაწყვეტილების შეცვლა შეეძლო, ვესტას ქურუმი ქალი იყო. ბევრ მდიდარ რომაელს საკუთარი გლადიატორები ჰყავდა, რომლებიც ბრძოლებში მონაწილეობის გარდა პატრონსაც იცავდნენ. რომის იმპერიის დაცემის ხანაში გლადიატორთა ბრძოლები შეწყდა.

ყველაზე განთქმულ გლადიატორი სპარტაკი იყო, რომლის ხელმძღვანელობით მონათა დიდმა აჯანყებამ ძვ.წ. 73-71 წლებში რომის იმპერი შეაზანზარა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2