close
აქართველო

როგორი იქნება ეკოქალაქი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე აშენდება? 

greem-city

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკოქალაქ Gino Green City-ის მშენებლობა იწყება.

,,საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, კომპანია Gino Invest-მა პროექტ Gino Green City-ის მშენებლობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

Gino Invest-ის პოტენციური პარტნიორი კომპანიის Ramboll-ის წარმომადგენლებმა ფონდის მენეჯმენტს პროექტის სამოქმედო გეგმა წარუდგინეს. „საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე Tbilisi eco green city პროექტის განხორციელების პროცესში მწვანე ენერგიის გამოყენების კუთხით მსოფლიოში ცნობილი Ramboll group company-ის ჩართულობის საკითხი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

,,საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, პროექტი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, გასართობი, სავაჭრო და საცხოვრებელი სახლები განთავსდება. პროექტის განსახორციელებლად „საპარტნიორო ფონდსა“ და Gino green city corporation-ს შორის პარტნიორთა შეთანხმება სექტემბერში გაფორმდა. თბილისის მერიამ საპარტნიორო ფონდს 261 ჰა მიწის ფართობი გადასცა, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა Gino green city-ის შესრულებული საინვესტიციო დაპირების შესაბამისად. ინვესტორის მიერ ამ ტერიტორიაზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, რაც მოიცავს გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საავადმყოფოს და ა.შ., 83 ჰა მიწის ფართი ქალაქის მფლობელობაში იქნება.

Gino green city corporation სლოვაკურმა კომპანია Gino invest-მა დააფუძნა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარია. პროექტის დაფინანსებაში ჩართვას სლოვაკეთის ექსპორტის ფინანსირების ბანკიც გეგმავს.

 

წყარო: www.fund.ge

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2