close
ანათლებააქართველო

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო – გზამკვლევი

naec

მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო და 5 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

მსურველებმა რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდებზე: www.naec.gov.ge და online.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მაგისტრობის მსურველები წელსაც, არჩეული მიმართულებების მიხედვით, სხვადასხვა ტიპის ტესტურ დავალებას შეასრულებენ.
 ვისაც სწავლის გაგრძელება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ჯანდაცვის, ჰუმანიტარული, ხელოვნების, განათლების, აგრარული და სოციალური მეცნიერებების განხრით სურს, A ტიპის ტესტი უნდა აირჩიოს. საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის, ეკონომიკის, ფიზიკის, მათემატიკის არჩევის შემთხვევაში – B ტიპის ტესტს ირჩევთ, ხოლო თუ სამართლის განხრით გსურთ სწავლის გაგრძელება – C ტიპის ტესტს.
2009 წლიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა უმაღლესისაგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ სამაგისტრო პროგრამაზე (გარდა საშემსრულებლო სპეციალობებისა) სწავლის გაგრძელების აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება. ეს გამოცდებია: საერთო სამაგისტრო გამოცდა (სსგ) და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დანიშნული გამოცდა/გამოცდები (გამოცდა სპეციალობაში, გამოცდა უცხოური ენაში და სხვა). სსგ-ის ჩატარებაზე პასუხისმგებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ხოლო დანარჩენ გამოცდებზე – შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
სსგ-ის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან. ეს ნაწილებია: • წაკითხულის გააზრება; • ანალიტიკური წერა; • ლოგიკური მსჯელობა; • რაოდენობრივი მსჯელობა.
სსგ, როგორც წესი, ტარდება ივლისის თვეში. გამოცდისთვის, ჩვეულებრივ, გამოყოფილია ორი დღე. პირველ დღეს ჩატარდება გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკური წერაში, მეორე დღეს კი ლოგიკური მსჯელობასა და რაოდენობრივ მსჯელობაში. გამოცდის ხანგრძლივობა, თითოეული ნაწილისათვის, 70 -75 წუთია.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
• ცენტრის ვებგვერდიდან – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი ;
• „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრები – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
• ვებგვერდზე ipay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
• საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი; •
PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2