close
AMG

რა არის შემოქმედებითი აზროვნება?

შემოქმედებითი აზროვნება

 

  შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარების მრავალი მეთოდის ავტორი და პოპულარიზატორი, ედვარდ დე ბონო, შემოქმედებით აზროვნებას – ლატერალურს, ხოლო ჩვეულებრივს – ვერტიკალურს უწოდებს.

მისი აზრით, შემოქმედების უნარს დღეს ცოდნაზე მეტად აფასებენ, რადგან ცოდნა სულ უფრო ხელმისაწვდომია. ვერტიკალური აზროვნება ლატერალური აზროვნების მიერ მოძიებული იდეების განვითარებითა და გაღრმავებითაა დაკავებული. იმის გამო, რომ სასწავლო ცენტრებში ძირითადი ყურადღება ვერტიკალური აზროვნების განვითარებას ეთმობა, დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და აქტუალურობას ლატერალური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება და განვითარება იძენს. აზროვნების ეს ორი ტიპი ერთმანეთს უნდა ავსებდეს, თუმცა დღემდე განათლების სისტემაში გამორჩეული ყურადღება მხოლოდ ვერტიკალურ აზროვნებას ენიჭება.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

Tags : sld
admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა