close
სიქოლოგია

რა არის აგრესიის გამომწვევი მოზარდებსა და ბავშვებში?

აგრესია ბავშვში

აგრესია ადამიანის ბუნებრივი საპასუხო მდგომარეობაა გარემოს, ან გარშემო მყოფი ადამიანების წინააღმდეგ, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ფსიქიკურ და ფიზიკურ მდგომარეობას. აგრესიის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, დღემდე გაურკვეველია, თუ როგორ უნდა გადავჭრათ აგრესიასთან დაკავშირებული პრობლემები.

ექსპერტების თქმით ნებისმიერ ასაკში შეიძლება შევხდეთ ფსიქიკურ აშლილობას, რამაც აგრესია გამოიწვია, მაგალითად, ადრეულ ასაკში ბავშვები აგრესიას გამოხატავენ ყვირილითა და უხეში ქმედებებით, თითქოს ეს მათი პროტესტია გარემოსთან მიმართებით.

აგრესიის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  1. ადამიანის ხასიათის შეუსაბამობა გარემო-პირობებთან;
  2. მშობლების გავლენა მოზარდებზე, მათ გარკვეულ ასაკში უჩნდებათ პროტესტი, რომ არიან ჩამოყალიბებული ადამიანები და უჭირთ უფროსების რჩევების მოსმენა და გათვალისწინება;
  3. უფროსების ზეგავლენა, როდესაც ბავშვი იზრდება ისეთ პირობებში, სადაც ძალადობა და აგრესია ყოველდღიურია, მოზარდი იღებს მაგალითს და ანალოგიურად გამოხატავს რეაქციებს.

საჭიროა სათანადო ზომების მიღება, რომ ვებრძოლოთ მოცემულ პრობლემას, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ მოზარდების ცხოვრება გავხადოთ უფრო მშვიდი და სასიამოვნო.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2