close
სტრონომია - კოსმოსი

რაკეტა Falcon 9-ის ფრენების განახლება ერთი თვით გადაიდო

raketa

ელონ მუშკის SpaceX-ს კოსმოსური რაკეტების ფრენების განახლების იანვრამდე გადადება მოუწევს.

კომპანია  რაკეტა 10 თანამგზავრის ორბიტაზე განთავსების მიზნით Falcon 9-ის გაშვებას 16 დეკემბერს გეგმავდა, თუმცა ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციიდან შესაბამისი ლიცენზია ვერ მიიღო. ამის მიზეზი სექტემბერში ასაფრენ ბილიკზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაა.

„1-ლი სექტემბრის ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას მალე დავასრულებთ, ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო და საიმედო ფრენების განხორციელება,“ – აღნიშნულია კომპანია SpaceX-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 1-ლ სექტემბერს კომპანია SpaceX -ის რაკეტა Falcon 9 სასტარტო მოედანზე აფეთქდა, რაკეტას  ორბიტაზე უნდა გაეტანა სატელეკომუნიკაციო თანამგზავრი AMOS-6, რომლის მეშვეობითაც მარკ ცუკერბერგს სურდა გაეფართოვებინა “Facebook-ის” არეალი.

აფეთქების შედეგად გამოწვეულმა ზარალიმა 200 მილიონ დოლარს მიაღწია.

აფეთქების ეპიცენტრი ან ჟანგბადის ბალონში იყო ან მის სიახლოვეს.ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. YouTube -ზე დევს ვიდეო სადაც ასახულია რაკეტის აფეთქების შენელებული კადრებია. კადრებში ჩანს, რომ რაკეტის სტარტის აღებისას სიახლოვეს ჩაიფრენს ამო, თან საკამოდ სწრაფად.ვიდეოს ჩვეულებრივ რეჟიმში ნახვის დროს ამის შემჩნევა შეუძლებელია. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი სფეროს ფორმისაა, აფეთქება ხდება მაშინ, როდესაც ამო რაკეტის თავზე კიდია.ენთუზიასტები ფიქრობენ, რომ ეს იყო დივერსია.ხოლო მათი ავტორები უცხოპლანეტელები არიან.

რაც შეეხება მოვლენის რეალურ ახსნას: ექსპერტები ფიქრობენ, რომ ობიექტმა რომელიც თითქოს რაკეტის გაწვრივ მიფრინავს, სინამდვილეში ახლოს ვიდეოკამერას ჩაუქროლა, ეს შეიძლება იყოს რაიმე მწერი, ან თუნდაც ჩიტი. თუმცა გადიდების შემდეგ ობიექტს აშკარად სფეროს ფორმა აქვს. კამათი და გამოძიება ახლაც გრძელდება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!