close
ნალიტიკასოფლიოოლიტიკა

პოლონეთში გაზრდილ მიგრანტთა რაოდენობის გასაპროტესტებლად ნაციონალისტური მარში გაიმართა

პოლონეთი მარში მიგრანტების წინააღმდეგ

პოლონეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გასულ კვირას, ნაციონალისტური მარში გაიმართა ვარშავაში, რომელშიც მონაწილეობას პოლონეთის პოლიციის შეფასებით, 60 000-მდე ადამიანი იღებდა – არა მხოლოდ პოლონეთიდან, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც.

აქციის მონაწილეების მთავარი მოტივი პოლონეთში გაზრდილი მიგრანტთა რაოდენობის გაპროტესტება გახლდათ. სლოგანებით გამოხატული პროტესტი დევნილთა პოლონეთიდან გადევნისა და ე. წ ისლამური ჰოლოკოსტის მოწყობის სურვილს აღნიშნავდა. სლოგანებზე, ასევე, წაიკითხავდით: „სიკვდილი ჩვენი სამშობლოს მტრებს!“ და „კათოლოკური პოლონეთი, არა სეკულარული!“.

აქცია პოლონეთის მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე ჯგუფების ორგანიზებით გაიმართა. ნაციონალური მარშის ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია „ეროვნული რადიკალური ბანაკია“, რომელმაც მანამდეც მოახერხა საპროტესტო აქციების ორგანიზება იმიგრაციის, სექსუალური უმცირესობების უფლებებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ძირს უთხრის პოლონეთის კათოლიკურ ღირებულებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებში პოლონეთის ნაციონალისტური ტალღები არც ისე ძლიერი იყო. თუმცა, წელს მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მთავარი მიზეზი თავად პოლონეთის ხელისუფლების მემარჯვენე და ნაციონალისტურ იდეოლოგიაში უნდა ვეძიოთ, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა იმიგრაცია და  გაზრდილი კრიმინალის დონე. ამან, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა საზოგადოებრივ აზრზე და უფრო გაზარდა შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის მაჩვენებელი პოლონეთის მოსახლეობაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდრეი დუდამ, ფორმალურად მიულოცა პოლონელებს დამოუკიდებლობის დღე- 13 ნოემბერი და თანამოქალაქეებს მოუწოდა, რომ ახსოვდეთ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვიის გაღებული მსხვერპლი.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა: „ჩვენ ვამაყობთ, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა პოლონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეს ნამდვილად თვალისმომჭრელი სანახაობაა“.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში დამოუკიდებლობის დღე 1918 წლიდან აღნინიშნება და პრუსიის, ჰაბსბურგთა და რუსეთის იმპერიის 123 წლიანი მმართველობისგან გათავისუფლების სიმბოლოა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც პოლონეთის მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფები სწორედ ამ დღეს უკავშირებენ საპროტესტო აქციებისა თუ მსვლელობების გამართვას. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, წელს მსვლელობა უფრო მეტად რადიკალური და მრავალრიცხოვანი იყო და მას დამსახურებულად მიენიჭა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაციონალისტური მარშის სტატუსი.

 

წყარო: the Washington post, cnn.com

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2