close
სტრონომია - კოსმოსივლევები

პლანეტა სატურნის ერთ-ერთ მთვარეზე სიცოცხლის არსებობის ნიშანი აღმოაჩინეს

სატურნის მთვარე. ენცელადუს

პლანეტა სატურნის ერთ-ერთ მთვარეზე – Enceladus-ზე – ორგანული მოლეკულების კომპლექსი აღმოჩინეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოჩენა მთვარეზე  სიცოცხლის არსებობის პოტენციურ შესაძლებლობაზე მიანიშნებს.

კოსმოსური ხომალდი „კასინი“ ყინულით დაფარულ მთვარეს პირველად 2005 წელს მიუახლოვდა იმ მისიის ფარგლებში, რომელიც სატურნზე მონაცემების შეგროვებას ითვალისწინებდა.

გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა – ფრანკ პოსტბერგმა და ნოზარ ხავაიამ განაცხადეს, რომ მათ მთვარის ყინულოვანი ექსტერიერის გეიზერებიდან ამოხეთქილ ყნულის გრანულებში ორგანული მოლეკულების ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მეცნიერებმა მარსის ზედაპირზე ორგანული ნაერთები და ატმოსფერული მეთანის სეზონური რყევები აღმოაჩინეს, რაც დედამიწის მეზობელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობის დღემდე აღმოჩენილი ყველაზე დიდი მტკიებულებაა.

ეს კასინის მიერ Enceladus-ზე ორგანული მოლეკულების აღმოჩენის პირველი შემთხვევა არაა, თუმცა ახალი აღმოჩენა იმით გამოირჩევა, რომ ფრაგმენტები გაცილებით დიდია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ამ ზომის მოლეკულების წარმოქმნა მხოლოდ კომპლექსური ქიმიური პროცესების, მათ შორის – სიცოცხლის, შედეგადაა შესაძლებელი.

თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: აღმოჩენილი ორგანული ნაერთები შესაძლოა სხვა წყაროდანაც, მათ შორის მეტეორიტებისგანაც, წარმოქმნილიყო.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2