close
სოფლიო

პირველი შტატი, რომელმაც საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების გამოყენება აკრძალა

288adc365c0b800d5fdec0dbe72d4576

ნიუ-ჯერსიში საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების გამოყენება აიკრძალა.  ეს არა მარტო საცირკო წარმოდგენებს ეხება, არამედ სადღესასწაულო კარნავალებს, ბაზრობებს, ფესტივალებს, აღლუმებს, კონტაქტურ ზოოპარკებს და სხვა ღონისძიებებს, სადაც სპილოები, ვეფხვები და სხვა ეგზოტიკური ცხოველები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული რეგულაცია 14 დეკემბერს, ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ მიიღო.

აკრძალვას დაარქვეს Nosey’s Law 36 წლის სპილოს Nosey’s საპატივცემულოდ, რომელსაც მოხეტიალე ცირკის პატრონი აწამებდა. აქტივისტებმა გადაარჩინეს სპილო, და ახლა ის თავშესაფარში ცხოვრობს.

„ნიუ-ჯერსი არ აპირებს ხელი შეუწყოს ცხოველების ექსპლუატირებასა და მათ მიმართ ბოროტ მოპყრობას“, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

წყარო: CNN

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2