close
კოლოგია

ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა უნიკალური სახეობის ლეოპარდი მოკლეს

leopardi

ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა წითელ წიგნში შეტანილი უნიკალური სახეობის ლეოპარდი მოკლეს. ამის შესახებ რუსეთის ველური ბუნების საერთაშორისო ფონდი (WWF) იტყობინება. ინციდენტი გულრიფშის რაიონში აჟარის დასახლების სიახლოვეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლეოპარდი კილი, რომელიც ნაკრძალში 2016 წელს სპეციალური პროგრამის ფარგლებში გაუშვეს, ბრაკონიერების ხაფანგში გაება. ის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს, მკვდარი ეგონათ და ხაფანგიდან მის გამოხსნას შეეცადნენ, რა დროსაც ცხოველმა თავის დაცვა სცადა. ამის შემდეგ ის მონადირეებმა მოკლეს და გაატყავეს, ლეში კი ადგილზე დატოვეს.

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2