close
ს საინტერესოაელიგია და მეცნიერება

ნაკურთხი წყლის სასწაულებრივი ძალა – თანამედროვე მეცნიერული მტკიცებულებები

water_falling_in_hands

მეცნიერება მეტ-ნაკლები დამაჯერებლობით ცდილობს ახსნას სამყაროში მომხდარი თუ არსებული პარადოქსები და სასწაულები. მეცნიერების სწრაფმა განვითარებამ XX ს. საშუალება მოგვცა ადამიანური წარმოსახვის დონეზე ჩავწვდომოდით ბიბლიურ მტკიცებულებებს. XX ს. კაცობრიობამ დაიწყო კოლოსალური მნიშვნელობის აღმოჩენათა სერია: მეცნიერებამ დაამტკიცა სამყაროს წარმოშობის ბიბილური ვერსია “დიდი აფეთქების თეორიის” სახით; მოხდა ქრისტეს კვართის ე.წ. ტურინის სუდარის აუტენტიფიკაცია და ა.შ. მიუხედავად ამისა, მეცნიერება ვერ ხსნიდა ქრისტესა და წმინდანების ერთ-ერთი სასწაულის – წყალზე სიარულის ფენომენს. რამოდენიმე ხნის წინ თანამედროვე მეცნიერება დაინტერესდა წყლით და დაიწყო მისი გამოკვლევა უახლესი ტექნოლოგიებით. ამ გამოკვლევებმა, რომლებიც პარალელურად რამოდენიმე ქვეყანაში ტარდება, საოცარი შედეგები გვიჩვენეს…
მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი ზღვის წყალი ძლიერ მარილიანია და სიმჭიდროვე ყველა სხვა წყალზე მაღალი აქვს (1,3-1,4 გ/სმ2 ) მასზე სიარული რა თქმა უნდა მაინც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე სულ ბოლო დრომდე მეცნიერულად არ დასტურდებოდა ამგვარი ფენომენის შესაძლებლობა ფიზიკურად. როგორც გაირკვა, მეცნიერებას XXI ს.-მდე ძლიერ მწირი ინფორმაცია გააჩნდა წყალზე. ეს სუბსტანცია ძალზედ იდუმალი და ცვალებადი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის ცოცხალია!
პირველად მეცნიერებაში ტერმინი “ცოცხალი წყალი” 1920 წ. -დან გაჩნდა, როდესაც ავსტრიელმა ინჟინერ-ჰიდროლოგმა ვიქტორ შაუბერგერმა აღმოაჩინა, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში წყალს აქვს გარკვეული ვიტალური ძალა. მილებში გავლისას წყალი კარგავს თავისი ელექტრონების ნაწილს, რის გამოც მისი მოლეკულების გეომეტრიული სტრუქტურა ირღვევა. თუ გამოვიკვლევთ წყაროს წყალს, მაშინ შევნიშნავთ ფიფქის მსგავს ექვსკუთხოვან სტრუქტურებს. დაახლოებით ამგვარი სტრუქტურა შეინიშნება ახალშობილი ბავშვის უჯრედშორის სითხეში, მაგრამ დროთა განმავლობაში რადიაციის და სხვა დამაბინძურებელი ფაქტორების შედეგად ეს სტრუქტურა ირღვევა; იწყება სხვა და სხვა სახის დაავადებები, დაბერება (თავდაპირველად ჯერ უჯრედულ დონეზე) და ა.შ. შაუბერგერმა დაამუშავა ახლებური მიდგომა წყლის შესაფასებლად, და როგორც ეკოლოგმა შეძლო კიდეც გარკვეული პრაქტიკული სარგებლის მიღება.
სამწუხაროდ, ზეწოლისა და კრიტიკის შედეგად შაუბერგერი თანდათან გაუჩინარდა მეცნიერული სპექტრიდან. სულ რამოდენიმე წლის წინ დიდი მეცნიერის შრომებმა დამსახურებული აღიარება მოიპოვეს. წყლის შესწავლა ერთდროულად რამოდენიმე ქვეყანაში დაიწყო. თანამედროვე მეცნიერებაში წყლის მკვლევართა შორის ერთ-ერთი სახელგანთქმული და ავტორიტეტული მკვლევარი, რუსი მეცნიერი სტანისლავ ზენინი (რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი) თვლის, რომ წყალს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც განპირობებულია ე.წ. “ინფორმაციულ-ფაზურ მდგომარეობაში” სტრუქტურული მეხსიერების გამოვლენის ფენომენით. წყალს შეუძლია მიიღოს, დაიმახსოვროს და გადასცეს ინფორმაცია ელექტრომაგნიტური რხევების შედეგად!
რუსმა მეცნიერმა წყლის გამოკვლევა დაიწყო ჯერ კიდევ 1995 წლიდან. ზენინის გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ წყალი შედგება კლასტერული უჯრედებისგან, რომლებიც მინიატურულ ბიოკომპიუტერებს წარმოადგენენ. ადამიანი 70% წყლისგან შედგება, აქედან გამომდინარე მასზე დიდ ზემოქმედებას ახდენენ გარე ფაქტორები, მაგ. ქიმიური, ელექტრომაგნიტური, მექანიკური და ა.შ. წყლის მოლეკულები ზემოქმედების შედეგად “გადაეწყობიან” და იცვლიან თავიანთ გეომეტრიულ წყობას. აღსანიშნავია, რომ ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა ურთიერთობაც. ზემოქმედების შედეგად იცვლება აგრეთვე დნმ-ს მოლეკულა, რომელიც შესაძლოა სრულიად განადგურდეს. სენსაცია მოახდინა ნაკურთხი წყლის გამოკვლევის შედეგებმა.
მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ნაკურთხი წყალი მართლაც, დიდხანს არ “ფუჭდება” და მას შეუძლია მრავალი დაავადების განკურნება; ურთულესი დაავადებები კი იკურნება განსაკუთრებულად ნაკურთხი წყლით (ე.წ. трёхзвонная вода) შემდეგი მეთოდით: წყალს აკურთხებენ სამ მართმადიდებლურ ეკლესიაში, რომელთა ზარის ხმაც არ უნდა სწვდებოდეს ერთმანეთს. მღვდლებს ან ბერებს წყალი მდუმარედ მოაქვთ და შემდეგ აერთებენ. ასეთ წყალს საოცარი აღმდგენი თვისებები გააჩნია! პროფესორ პავლე გოსკოვის ლაბორატორიაში ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტი: ნაკურთხი წყალი გაურიეს ჩვეულებრივ წყალში, რომელიც სხვადასხვა ზომის ჭურჭელში იყო მოთავსებული.
მიუხედავადიმისა, რომ თანაფარდობა იყო უმნიშვნელო (დაახლ. 10 გ./60 ლ.) შემდგომმა ანალიზმა ცხადყო, რომ უბრალო წყალი მთლიანად გადაიქცა ნაკურთხ წყლად, როგორც სტრუქტურულად, ისე ბიოლოგიური თვისებებით. გამოკვლევათა შედეგები განსაკუთრებულად თვალსაჩინოდ წარმოაჩინეს იაპონელმა მეცნიერებმა მასარუ ემოტოს (იოკოჰამის უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი მედიცინაში) ხელმძღვანელობით. დოქტორმა ემოტომ ჩაატარა ძვირადღირებული ექსპერიმენტები; მან გაყინა წყალის წვეთი -5°С და მიკროსკოპით დააკვირდა წარმოქმნილ კრისტალებს, შემდეგ კი მიკროსკოპში ჩამონტაჟებული ციფრული ფოტოკამერით გადაიღო უნიკალური სურათები. ემოტომ სხვა და სხვა სახის ზემოქმედება მოახდინა წყალზე, ისევ გაყინა, სურათები გადაუღო და ერთმანეთს შეადარა. დადგინდა, რომ წყლის მოლეკულარულ სტრუქტურას ცვლის ადამიანის ენერგია, ფიქრები, ხმები…


იოანეს სახარებაში აღწერილია შემთხვევა, როდესაც მაცხოვარმა წყალი სთხოვა სამარიელ ქალს. მან კი გაიკვირვა, რადგან სამარიელები და იუდეველები ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ. ქრისტემ მიუგო მას: “შენ რომ იცოდე ღვთიური ნიჭი და ის, თუ ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, მაშინ შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს” (იოან. 4:10). შემდეგ ქრისტე განმარტავს: “…ხოლო ვინც დალევს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.” (იოან. 4:14). სახარებისეული ეს სიტყვები ჩვეულებრივ განიმარტება, როგორც საუბარი რწმენაზე. თუმც, ვინ იცის… მაცხოვარი ყოვლისშემძლეა და შეუძლია წყლით განკურნება. არამარტო წყლით, არამედ საერთოდ სითხით. გავიხსენოთ შემთხვევა, როდესაც ქრისტემ განკურნა ბრმა: ქრისტემ “…მიწაზე დააფურთხა, ფურთხით ტალახი მოზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას, უთხრა “წადი და დაიბანე სილოამის აუზში”. წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი.” (იოან. 9:6-7).

მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე წყალზე სიარულის სასწაულის ახსნა. სახარებაში აღწერილია მომენტი, როდესაც ქრისტე და მოწაფეები ზღვაში ნავით მიცურავდნენ. უცაბედად, გრიგალი ამოვარდა. მოწაფეები პანიკაში ჩავარდნენ და მაცხოვარი გააღვიძეს. ქრისტე “წამოდგა და შერისხა ქარი და უთხრა ზღვას: დადუმდი, ჩადექ!” (მარკ. 4:38-39). სხვა შემთხვევაში ქრისტე ხმელეთზე იყო, ხოლო მოწაფეები ნავით ზღვაში გავიდნენ. ამ დროს ამოვარდა ღელვა. “…მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით. მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს” (მათ. 14:24-26). წყალი ისევ დამშვიდდა. დაახლოებით იგივე მოვლენას ჰქონდა ადგილი, როდესაც მოსემ ზღვა ორად გაჰყო. ებრაელებმა ფსკერზე მშვიდობით გაიარეს, ხოლო ეგვიპტელები წყალმა შთანთქა (გამოს. 14:21, 26). მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სულიერი ძალა რეალურად მართავს წყალს; აწესრიგებს და “ამშვიდებს” მას.

ჩნდება კითხვა, შეიძლება თუ არა სრულიად განწმენდილი წყლის მიღება? როგორც გაირკვა, არა. არც ბუნებაში არ არსებობს იდეალურად წმინდა წყალი. აბსოლუტურად წმინდა წყალს, მეცნიერთა აზრით ისეთი თვისებები ექნებოდა, რომ წარმოსახვაც კი გაგვიჭირდებოდა. პროფესორ პავლე გოსკოვის ლაბორატორიაში უდიდესი შრომის ფასად მიიღეს წმინდა წყალი მომცრო, სულ რაღაც 2,5 სმ. დიამეტრის კოლბაში. შედეგმა ყველა გააოცა. მოლეკულათა შეჭიდების ძალა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მის გასახლეჩად მეცნიერებს დასჭირდათ 900 კგ. ძალის გამოყენება!

ასეთი წყლის ტბაზე ან ზღვაზე არა თუ ადამიანი, ტანკიც კი თავისუფლად გადავიდოდა; ციგურებით სრიალიც კი იქნებოდა შესაძლებელი! მაცხოვარი თავისი სულიერი ძალით განწმენდდა და ამშვიდებდა ყოველგვარ სითხეს. ქრისტეს მიერ განწმენდილ წყალს კი ადამიანთა მიერ განწმენდილი წყალი ვერ შეედრება, უდაოდ. როგორც მეცნიერები გვირჩევენ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ მივიღოთ ცოცხალი წყალი, რომელსაც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, განკურნების დიდი ძალა აქვს.

წყარო:Dრონი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2