close
სიქოლოგია

მშობელთა არასწორი ქმედებები ბავშვის აღზრდაში და გამოწვეული შედეგები

ბავშვის აღზრდა

ბავშვის აღზრდა ოჯახში მისი დაბადებისთანავე იწყება და, მნიშვნელოვანია, მივაქციოთ ყურადღება თუ რა გარემოში იზრდება. ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი წესიერი, ზრდილობიანი გამოვიდეს და ამისთვის ძალებს არ იშურებს. ისინი იმდენად არიან ორიენტირებულნი ამ ძირითად საკითხებზე, რომ მხედველობიდან რჩებათ წვრილმანი შეცდომები, რომლებიც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ბავშვისთვის. შვილის აღზრდა – ეს ისეთი საკითხია, რომელიც დიდ დაკვირვებასა და ფიქრს მოითხოვს, ამ დროს არ გამოგვადგება ნაუცბათევი გადაწყვეტილებების მიღება.

ბავშვის ნორმალურად ჩამოყალიბებისთვის საჭიროა კარგად მოსაზრებული აღმზრდელობითი ღონისძიებები. მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თუ როგორ მიმდინარეობს ბავშვის სულიერი, პიროვნული და გონებრივი განვითარება. პატარასთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მშობლისგან მუდმივად გრძნობდეს სითბოს, თანადგომას რადგან იმედი ჰქონდეს მშობლების და უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. ის ბავშვები, რომლებიც თავს მიტოვებულად გრძნობენ, როგორც წესი, აგრესიულები არიან. ბავშვის მიმართ ყოველთვის უნდა ვიყოთ სამართლიანები, არ მივაყენოთ მათ შეურაცხყოფა და არ მივცეთ მტკივნეული შენიშვნები. ეს ყველაფერი დაგვეხმარება ბავშვთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში. ,,მშობლები, რომლებსაც სურთ, შვილების თვალში ავტორიტეტულები იყვნენ, ყოველთვის მზად არიან, ნებისმიერ დროს საკუთარ საქმესა და პრობლემებზე უარი თქვან და ბავშვის გვერდით დადგნენ.” (ფანჩულიძე.2011)

სახიფათო ქმედებები და ფრაზები

არსებობს ისეთი ქმედებები და ფრაზები, რომლის გამოყენებაც სახიფათოა ბავშვის ფსიქიკასთან. მაგალითად, როცა მშობლები შვილებს არჩევენ, ეს ის გულისტკენაა რომელიც სამუდამოდ რჩება ადამიანის გონებაში. ხშირად ხდება, რომ მშობლებს გამორჩეულად უყვართ, ან უფრო თბილად ექცევიანრომელიმე შვილს და მის ფონზე მეორეს ჩაგრავენ. ასეთი რამ არასოდეს ავიწყდება ადამიანს და ის ყოველთვის გულნატკენია მშობლებზე, იმის გამო რომ ნაკლებად უყვარდათ (mshoblebi.ge 2014).

ბავშვთან მიმართებით ასევე გასათვალისწინებელია ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალების სწორად გაკეთება. მაგალითად ფრაზები, რომელთაც შეიძლება ყოველდღე იყენებდეთ შვილთან მიმართებაში: ,,თავი დამანებე!”, ,,შენ ისეთი..”- ბავშვისთვის მორგებულმა ზედმეტმა სახელმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მისი ხასიათის ჩამოყალიბებაში.,,ნუ ტირი”, ,,ნუთუ არ შეგიძლია ისეთი იყო, როგორიც..”- შედარება ნებისმიერ ადამიანთან, ბავშვში იწვევს წყენისა და ეჭვიანობის განცდას, ნეგატიურ რეაქციას და ბავშვი, პირიქით, არ შეგისრულებთ იმას რასაც სთხოვვთ. ,,დროზე!”, ,,ყოჩაღ!”- ამ წამახალისებელ რეპლიკაში შეიძლება ცუდი არაფერია, მაგრამ ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მისი ხშირად გამოყენების დროს ის ფასს კარგავს და ბავშვი აღიქვამს როგორც მექანიკურ პასუხს. ,,ოღონდ დაწყნარდი და აიღე.” ,,ახლავე შეწყვიტე” და ა.შ. (mshoblebi.ge 2014) თუ ამ ფრაზებში გეცნოთ საკუთარი თავი, ეცადეთ ამოიღოთ ისინი თქვენი ლექსიკონიდან და ჩაანაცვლოთ უფრო რბილი და თავაზიანი სიტყვებით, ასე არ დააზიანებთ ბავშვის ფსიქიკას და თქვენც მოგებული დარჩებით.

დასჯა და მისი შედეგები

აღზრდის დროს ბავშვის დასჯა გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც არ ითვალისწინებს ფიზიკურ შეხებას, შეურაცხყოფას და დამცირებას.

,,ფიზიკური დასჯა ხელს არ უწყობს ბავშვის მხრიდან დანაშაულის აღიარებას. აღზრდის ასეთი სტილი მხოლოდ ნებისყოფის პარალიზებას იწვევს, აჩლუნგებს ზნეობრივ გრძნობებს, ახშობს დამოუკიდებლობას, აბრკოლებს თვითშეგრძნების ფორმირებას.”(კახიანი,2010)

დასჯამ შეიძლება უამრავი უარყოფითი შედეგი მოიტანოს. გამუდმებული დასჯით შეიძლება ბავშვს გაუჩნდეს დანაშაულის გრძნობა და საკუთრი თვითშეფასება დაბალ დონეზე დაიყვანოს. ასევე მუდმივი დასჯა შეიძლება ბავშვმა იმდენად შეისისხლხორცოს რომ ის მის სასარგებლოდაცკი გამოიყენოს. მუდმივად რაგაცის დაშავება კარგი ხერხია რომ მშობლის ყურადღების მისაქცევად. ასეთი ქცევა გამოწვეულია ისეთი ბავშვისგან, რომელსაც აკლია მზრუნველობა, სითბო და სიყვარული. ფიზიკური დასჯა ბავშვში აგრესიული ქცევის მაპროვოცირებელი თავად ხდება. მას ეს უარყოფითი ენერგია გადააქვს მასზე უმცროსზე, მაგალითად დაზე ან ძმაზე. მისი ფიქრები ამ დროს: ,,მე პატარა ვარ, როცა ცუდად ვიქცევი, დედა მცემს, იმიტომ რომ გამოვსწორდე, ე.ი ცემა შეიძლება, აუცილებელია.”(კახიანი,2010) ამ მაგალითებზე ჩანს, თუ როგორ ცუდად მოქმედებს ბავშვზე ფიზიკური დასჯა, ამიტომ ყველა მშობელს გირჩევთ, ნუ მისცემთ თქვენ შვილს აგრესიული ქცევის მაგალითს. დაამყარეთ მათთან კომუნიკაცია, აუხსენით წყნარი, მშვიდი სიტყვით და მიუთითეთ მისი არასწორი ქცევის მიზეზი,თავად დარწმუნდებით რომ სხვანაირი მიდგომით, დალაპარაკებით, გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ – ვიდრე ყვირილითa და ცემით. ,,ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მშობლის სიყვარული. ისინი იტანჯებიან არა დასჯის უკმარისობისგან, არამედ ყურადღების, სითბოს, სიყვარულის დეფიციტის გამო.”(კახიანი,2010)

მშობლები არ უნდა ცდილობდნენ მხოლოდ ბავშვში დაინახვონ უარყოფითი ქცევა, ისინი, უპირველეს ყოვლისა, უნდა დაფიქრდნენ როგორია მათი აღზრდის მეთოდი, როგორ ექცევიან თავად შვილებს. ყოველდღიურ ყოფაცხოვრებას გადაყოლილები ზოგჯერ ისეთ რაღაცას ვეუბნებით შვილებს რომლითაც გულს ვტკენთ მათ. ეს არ მოხდება, როცა მეტ დროს დავუთმობთ ჩვენს პატარებს, გამოვიჩენთ მათ მიმართ სითბოს, ყურადღებასა და სიყვარულს.

მასალა მოამზადა: ფსიქოკლუბის წევრმა ნინო ხაჩიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2

error: Content is protected !!