close
ამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა პლასტმასის ნარჩენებისგან საწვავის შექმნის ტექნოლოგია შეიმუშავეს

Capture

ახალი ტექნოლოგია პლასტმასებისგან საწვავის დამზადების შესაძლებლობას ქმნის.

აშშ-ს პარდიუს უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა ახალი ტექნოლოგია შექმნეს, რითაც პოლიმერის საშუალებთ (ნაერთი, რომელიც პლასტმასის ნარჩენების დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს) დიზელის მსგავსი პროდუქტი აწარმოეს, რითაც საწვავის დამზადებაა შესაძლებელი.

ტექნოლოგია წყლის უცნაურ თვისებას ეფუძნება – როდესაც წყალს ერთდროულად ვკუმშავთ და ვაცხელებთ, ის იქცევა ისე, როგორც სითხე და გაზი ერთრდოულად. ეს „სუპერკრიტიკული“ ფაზა კი მაშინ მიიღწევა, როცა მის ტემპერატურას დაახლოებით 500 გრადუს ცელსიუსამდე ვზდით რამდენიმე საატის განავლობაში და თან მასზე დაახლოებით 23 მეგა პასკალი წნევით ვმოქმედებთ.

პროცესს – ჰიდროთერმულგათხელებას – სხვადასხვასახისპროცესებისთვის იყენებენ, მათშორისმძიმენედლინავთობისგასაუმჯობესებლად დანავთობიდანდამაბინძურებლებისმოსაშორებლად.

პოლიეთილენთან მიმართებაში ტექნოლოგია მანამდეც გამოუყენებიათ, თუმცა შედეგების არასაკმარისი აღწერის გამო პარდიუს უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა კიდევ ერთი მცდელობა განახორციელეს. მათ პოლიპროპილენის მასის 90 პროცენტზე მეტი ნავთობპროდუქტად გადააქციეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული პროცესი გაცილებით ენერგო ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთაა ვიდრე ნარჩენის დაწვა ან გადამუშავებაა.

პლასტმასის ნარჩენების აღმოფხვრა მისი გადამუშავებით ან გადაყრით არ მთავრდება. პლასტმასი ძალიან ნელა იშლება და წყალსა და მიწაში ტოქსიკურ მიკროპლასტიკებსა და ქიმიკატებს გამოყოფს.

მართალია ეს პლასტმასის ნარჩენების მართვის საუკეთესო საშუალება არაა და ნავთობი გარემოს კიდევ ერთი დამაბინძურებელია, მაგრამ პლასტმასის გამოუსადეგარი ნაგავსაყრელებით გარემოს დაბინძურებასთან შედარებით მაინც დიდი უპირატესობა აქვს.

პლასტიკატების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ყველაზე საუკეთესო გამოსავალი პლასტმასის ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა მასალით ჩანაცვლებაა, თუმცა ეს დროის საკითხია და ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ ACS Sustainable Chemistry and Engineering-ში გამოქვეყნდა.

https://www.sciencealert.com

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2