close
ამოგონება - ინოვაციასოფლიო

მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლებისგან ხმა გაუმტარი და სიცხის გამძლე აეროგელი დაამზადეს

An NUS researcher shows an Aerogel pellet at NUS’s Department of Mechanical Engineering in Singapore

სინგაპურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შედეგად ხმა გაუმტარი და სიცხის გამძლე მასალა დაამზადეს.

მეცნიერებმა პოლიეთილენის  ტერეფტალატისგან (PET) დამზადებული ბოთლებისგან აერიგელი შექმნეს, რომელიც შესაძლოა იქცეს იზოლაციის, ხანძარდამცავ და დაღვრილი ნავთობპროდუქტების გამწმენდ საშუალებად.

ყველაზე დიდი შედეგი კი, რასაც მეცნიერების განმარტებით, პლასტმასის ბოთლების ამ გზით გადამუშავება მოიტანს, ოკეანეების პლასტმასით დაბინძურების თავიდან აცილება იქნება.

მკვლევარები აცხადებენ, რომ პლასტმასის ბოთლების ნარჩენებისგან დამზადებული აეროგელი რბილი, მოქნილი, გამძლე და ძალიან მსუბუქია, ასევე იოლია მისი ტრანსპორტირება.

მეცნიერთა აღნიშნულმა გუნდმა გამოგონების დაპატენტების მიზნით შესაბამისი განაცხადი მარტში შეიტანა. ისინი აეროგელის მასიური წარმოების დასაწყებად პარტნიორებს ეძებენ. 1 მეტრი სიგრძისა და სიგანის და 1 სმ სისქის აეროგელის დამზადება დაახლოებით 10 აშშ დოლარი დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, აზიის ხუთ ქვეყანაში – ჩინეთში, ინდონეზიაში, ფილიპინებში, ვიეტნამსა და ტაილანდში პლასტიკატის ნარჩენების 60 პროცენტი ოკეანეებში ხვბდება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2