close
იოლოგიაამოგონება - ინოვაციავლევებიედიცინა

მეცნიერებმა ლაბორატორიაში ადამიანის კვერცხუჯრედების შექმნა და მომწიფება შეძლეს

ხელოვნური კვერცხუჯრედი

პირველად ისტორიაში, ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბორატორიაში საკვერცხის ქსოვილში ადამიანის კვერცხუჯრედები შექმნეს. პორცესი ადრეული ეტაპიდან სრულ სიმწიფემდე წარმატებით განხორციელდა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Molecular Human Reproduction-ში გამოქვეყნდა. მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რეგენერაციული მედიკამენტების მკურნალობის თერაპიებისა და უნაყოფობის მკურნალობის ახალი მეთოდის განვითარებას.

ედინბურგის კვლევით ჰოსპიტალებსა და ნიუ-იორკის ადამიანის რეპროდუქციის ცენტრში განხორციელებული სამუშაო უპრეცედენტოა, ვინაიდან წარმოადგენს პირველ შემთხვევას სამეცნიერო ისტორიაში, როდესაც ადამიანის კვერცხუჯრედების შექმნა და განვითარება, ადრეული ეტაპიდან სიმწიფის ჩათვლით, ადამიანის ორგანიზმის გარეთ მოხდა.  იგივე აქამდე მხოლოდ თაგვებზე ხორციელდებოდა.

კვლევაში არაპირდაპირ  ჩართული ექსპერტები შედეგებს დადებითად აფასებენ, თუმც აცხადებენ, რომ მიღებული კვერცხუჯრედის სპერმით უსაფრთხოდ განაყოფიერების, ემბრიონისა და ჯანმრთელი ბავშვის მეღებამდე ჯერ კიდევ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი.

დენენ გრიფინი, ბრიტანეთში კენტის უნივერსიტეტის გენეტიკის პროფესორი აცხადებს, რომ ის, რაც  ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ლაბოორატორიაში განახორციელეს, ,,შთამბეჭდავი ტექნიკური მიღწევაა”.

მისივე განმარტებით, თუკი წარმატება და უსაფრთხოების ხარისხი გაუმჯობესდება, შეიძლება ითქვას, რომ მომავალში დიდ დახმარებას გაუწევს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომლებსაც ქიმიოთერაპიის მკურნალობის პროცესში ნაყოფიერების შენარჩუნება სურთ, ასევე გააუმჯობესებს უნაყოფობის მკურნალობის მეთოდს და გააღრმავებს ადამიანის ცხოვრების ადრეული ეტაპების ბიოლოგიის შესახებ მეცნიერულ ცოდნას. 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2