close
ელიგია და მეცნიერება

მეცნიერები ჰარვარდიდან ადასტურებენ, რომ სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ არსებობს!

23

გვაქვს სული? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? საიქიო ცხოვრების შესახებ უსაუბრია უამრავ ადამიანს, ვინც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა და მათგან ყველაზე გამორჩეულია ჰარვარდში გადამზადებული 25 წლის ნეიროქირურგის, ებენ ალექსანდერის გამოცდილება. ეს არ არის მორიგი საიქიოს ანგარიში, რომელიც დაიწერა, როგორც ჰალუცინაცია. სანამ ვნახავთ, თუ როგორ ეწინააღმდეგება მისი საიქიო ცხოვრების გამოცდილება ყველა მეცნიერულ განმარტებას, გავეცნოთ მის ანაგარიშს.

შესაბამისი გამოცდილების მიღებამდე, მას არ სჯეროდა არა-ფიზიკური სულის არსებობის. დასავლეთის სამედიცინო სკოლის თეზისებით აღზრდილს, რომელიც გარშემორტყმული იყო ისეთი კოლეგებით, რომელთაც ღრმად სწამდათ სამყაროს მატერიალიზმი, ის ფიქრობდა, რომ სულის არსებობის იდეა იყო უჩვეულო. როგორც ყველა სკეპტიკოსს, მასაც სჯეროდა, რომ საიქიო ცხოვრების შესახებ ისტორიები იყო ჰალუცინაცია ან ადამიანის წარმოსახვის შედეგი.

ექიმმა ალექსანდერმა აზრი შეიცვალა მას შემდეგ, რაც იშვიათი ბაქტერიული მენინგიტის წყალობით 7 დღე იმყოფებოდა კომაში. კომის განმავლობაში მან იმოგზაურა ისეთ სამყაროში, როგორადაც ვიცით, რომ ის არსებობს.

მას შემდეგ რაც მისი სხეული დაბრუნდა და გაიარა სასწაულებრივი სამკურნალო ეტაპები, დაიწყო ყველაზე გაყიდვადი წიგნის, “Proof of Heaven“-ის წერა. ექიმი ალექსანდერი ამტკიცებს, რომ ჩვენი ცხოვრება აქ მხოლოდ გამოცდაა, რომელიც ეხმარება ჩვენს სულს განვითარებასა და ზრდაში, და რომ გზა, რისი საშუალებითაც წარმატებას ვაღწევთ, ხორციელდება სიყვარულით და თანაგრძნობით. ქვემოთ ჩამოთვილია რამდენიმე აღსანიშნავი პუნქტი, რის შესახებაც ის საუბრობდა:

        საიქიო ცხოვრება იყო ისეთი რეალური და ექსპანსიური, რომ ადამიანის დედამიწაზე ცხოვრების გამოცდილება თითქოს ხელოვნური ოცნებაა.

საიქიო სავსე იყო სუფთა სიყვარულით. სიყვარული დომინირებდა საიქიოში ისეთი ხარისხით, რომ თითქოს ბოროტი ძალა არსებობდა უსასრულოდ მცირე რაოდენობით. თუ გინდა შეიცნო სამყარო, ისწავლე სიყვარული.

765rf65tgtygyjtr65rty   საიქიოში, ყველა კომუნიკაცია იყო ტელეპატიური. არ იყო სიტყვების თქმის საჭიროება, და არ იყო გამიჯნული „მე“ და ყველაფერი, რაც „მე“-ს გარშემო ხდება. ყველა კითხვას, რაც  ადამიანის გონებაში იბადება, უსწრაფესად ეცემა პასუხი ასევე ტელეპატიურად.

როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ რა უნდოდა, რომ ყველას სცოდნოდა სულიერი სამყაროს შესახებ, ის ყოველთვის პასუხობდა: ყველა ადამიანი ძვირფასია და ღმერთს ისინი უსაზღვროდ უყვარს. ყველა უსაფრთხოდ ხართ. თქვენ მარტო არასოდეს იქნებით. ღმერთის უპირობო და სრულყოფილი სიყვარული ერთ სულსაც კი არ უარყოფს არასდროს.

„სიყვარული, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ყველაფრის საფუძველია. ყველა განიცდის სიყვარულს მეუღლის, შვილის ან ცხოველის დანახვისას. თავისი ყველაზე სუსტი და ძლიერი ფორმებით, ეს სიყვარული არ არის გაჟღენთილი ეჭვიანობით ან ეგოიზმით, არამედ უპირობოა. ეს არის რეალობის რეალურობა, ჭეშმარიტების უსაზღვროდ დიდებული ჭეშმარიტება, რომლის ბირთვიც ცხოვრება და სუნთქვაა, რომელიც არსებობს და უსასრულოდ იარსებებს, და არ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ რა ვიცით და რას გავიგებთ მომავალში.“

ახლა ვისაუბროთ სანდოობაზე ერთი წუთით. რა ხდის ამ გამოცდილებას ასეთი მნიშვნელობის მქონედ სხვა NDE ანგარიშებთან შედარებით? ებენის ნეოკორტექსი იყო სრულიად არაფუნქციური კომაში ყოფნის პერიოდში, და არ არსებობს რაიმე მეცნიერული ახსნა, თუ როგორ განიცადა ეს მდგომარეობა. მან თავის წიგნში დაწერა მეცნიერული ახსნის შესაძლოა 9 სხვადასხვა მოსაზრება.

შესწავლის ნატურალისტური განმარტებები

მოდით შევხედოთ ხუთ პოტენციურ განმარტებას, რომელსაც ხაზს უსვამს თავის წიგნში. ზოგიერთი განმატება ჩვენთვის, როგორც შესაბამისი განათლების არ მქონე ადამიანებისთვის,  გაუგებარი იქნება.

1)      ტვინის ღეროს პრიმიტიული  პროგრამა განმუხტავს ტკივილსა და ტანჯვას („ევოლუციური არგუმენტი“ – ქვედა ძუძუმწოვრების გამოკვლევების საფუძველზე შეთითხნილი სიკვდილის სტრატეგიის გადმონაშთი). ეს არ განმარტავს  ადამიანის მოგონებების ძლიერ, უხვად ინტერაქტიულ ბუნებას.

2)      ლიმფური სისტემის (მაგალითად, ლატერალური ამიგდალას) ღრმა ნაწილებიდან მოგონებების დამახინჯებული გახსენება, რომელსაც საკმარისად აქვს ტვინი შემოხვეული, არის მეტად დაცული მენინგიტური ანთებებისგან, რომელიც ძირითადად ხდება თავის ტვინის ზედაპირზე. ეს არ განმარტავს  ადამიანის მოგონებების ძლიერ, უხვად ინტერაქტიულ ბუნებას.

3)      DMT ნაგავსაყრელი. DMT, სეროტონინის ბუნებრივი მიმდინარეობის საწინააღმდეგოდ იწვევს ნათელ ჰალუცინაციებს და ოცნების მსგავს მდგომარეობას. მე პირადად მაქვს გამოცდილება ისეთი ნარკოტიკის მოხმარებისა, როგორიცაა LSD-ეა. მე არ გამოცდიდია პირადად DMT, მაგრამ მინახავს პაციენტი მისი გავალენის ქვეშ. ჩემი კომის შემთხვევაში შენარჩუნებული იყო ტვინის ღეროს ვიზუალიზაციის უნარი, რომელიც წარმოქმნიდა ისეთ აუდიოვიზუალურ გამოცდილებას, რომელიც მე მქონდა. გახანგრძლივებულმა კომამ ბაქტერიული მენინგიტის გამო დააზიანა ჩემი ტვინის ღერო, ადგილი, სადაც თავი აქვს მოყრილი სეროტონინს, ამიტომ ამ გარემოებას შეეძლო გავლენა მოახდინა ჩემს მიერ ვიზუალურ/მოსმენის გამოცდილებაზე. მაგრამ ჩემი კორტექსი გათიშული იყო, და DMT -ს არ შეეძლო ზემოთ აღწერილი აქტივობების მოხდენა.

eben-alexander1

4)      გადატვირთული ფენომენი – ნებისმიერმა საგანმა შეიძლება გამოიწვიოს ძველი მოგონენებების გახსენება დაზიანებულ ნეოკორტექსში, რომელიც გადატვირთავს ქერქს  სისტემის ხანგრძლივი არაფუნქციონირების გამო, როგორც ეს ჩემმა დიფუზურმა მენინგიტმა გამოიწვია. მაგრამ ჩემი გულმოდგინედ დამუშავებული მოგონენების გადახლართვა ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა.

5)      არაჩვეულებრივი მეხსიერების მქონე სახეობას ახასიათებს არქაული ვიზუალური გზა, რომელიც გადის შუა ტვინზე, და რომელიც თვალსაჩინოა ფრინველებში, მაგრამ ძალიან იშვიათია ადამიანებში. ეს შეიძლება დაფიქსირდეს ადამიანთან, რომელიც კორტიკალურად ბრმაა, კეფის ქერქის გამო. ეს ჩემს შემთხვევაში გამორიცხულია და ვერ იხსნება ჩემი აუდიურ-ვიზუალური ჩვენება.

ითვლება, რომ მისი NDE ანგარიში ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდოა, რომელიც გამომდინარეობს მისი მატერიალისტურ მეცნიერული ფონიდან, ამიტომ ჩვენ სერიოზული მიზეზი გვაქვს ვირწმუნოთ, რომ სამყაროს მიღმა არსებობს რაღაც, სადაც სიცოცხლის შემდეგ მივდივართ.

იხილეთ მისი ინტერვიუ ABCNew-სთან, სადაც საუბრობს მისი მდგომარებისა და გამოცდილების შესახებ:

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

ako.admin

The author ako.admin

error: Content is protected !!