close
ელიგია და მეცნიერება

მეცნიერები ბიბლიურ დაბადებას აღიარებენ

crea

ბიბლიის მიხედვით სამყარო 6 დღეში შეიქმნა. მეცნიერები კი ამბობენ, რომ ამ პროცესს 13,8 მილიარდი წელი დასჭირდა. ჯერალდ შროედერი ცდილობდა ამ განსხვავების ახსნას ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის საფუძველზე. ფიზიკოსი, რომელიც ასწავლის იერუსალიმის ებრაული კვლევების კოლეჯში, აცხადებს, რომ „დრო განსხვავებულია (ადამიანებისთვის) შემოქმედის გადმოსახედიდან.“ მაგრამ შროედერი არ არის ერთადერთი, ვინც ცდილობდა ბიბლიაში გადმოცემული სასწაულების მეცნიერულ ახსნას. დაწყებული ჰალუცინოგერებზე დამოკიდებული მოსეთი და დამთავრებული გლობალური დათბობით გამოწვეული ნოეს წყალდიდობით, ზოგიერთ მეცნიერს სწამს, რომ ძველ აღთქმაში ყველა მოვლენას ლოგიკური ახსნა აქვს.

სამყაროს შექმნა

Atlas Obscura-ს სიღრმისეული ანგარიშის მიხედვით, შროედერი მიიჩნევს, რომ დრო, როდესაც სამყარო შეიქმნა ტრილიონჯერ უფრო ნელი იყო, რასაც აინშტაინის განტოლებებში „გაჭიმვის ფაქტორი“ ეწოდება. აინშტაინის „ზოგადი ფარდობითობის თეორიის“ თანახმად, რაც უფრო სწრაფად ხდება მოვლენები, მით უფრო ნელა გადის დრო. და შროედერი ამბობს, რომ რადგან სინათლე ასე სწრაფად მოძრაობს, იგი გავლენას ახდენს დროზე.
 შროედერი ამტკიცებს, რომ თვალთახედვის ცვლილებამ გამოიწვია 6 დღის განსხვავებული მნიშვნელოვნებით გაგება.

14 მილიარდი წელი 6 დღეში და 24 ტრილიონი საათი ყველაფერი ერთად.

„როდესაც ბიბლია აღწერს სამყაროს დღითი-დღე განვითარებას 6 დღის განმავლობაში, ეს ნამდვილად 24 საათიან დღეს გულისხმობს,“ წერს ის. „მაგრამ თითოეული დღე შეიცავდა მთლიან სამყაროს.“ შროდერი ამტკიცებს, რომ თვალთახედვის ცვლილებამ გამოიწვია 6 დღის განსხვავებული მნიშვნელოვნებით გაგება. ეს24 ტრილიონი საათი 6 დღეში თანაბარია 14 მილიარდი წლისა. მისი თეორია არ არის ფართოდ აღიარებული. პიტერ ენსმა, ბიბლიის მკვლევარმა, განაცხადა, რომ „აბსურდია იპოვო ფიზიკა დაბადებაში I “.
 დიდი ბრიტანეთის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამმა დედამიწაზე 209,000 წლის წინ გაიარა, რომელიც ეწინააღმდეგება ბოლოდროინდელ კვლევას, რომლის მიხედვით y ქრომოსომა წინ უსწრებდა კაცობრიობას.

თიხიდან მოვლენილი ადამიანი

ბიბლია, ყურანი და ბერძნული მითოლოგიაც კი აცხადებს, რომ რომ სიცოცხლე დედამიწაზე თიხიდან მოევლინა. უძველესი ეგვიპტური თუ ჩინური ლეგენდების რელიგიურ ტექსტებში, ღმერთი ძერწავს ადამიანის ფორმას თიხიდან და შემდეგ სულს ჩაბერავს. დაბადებაშიც კია საუბარი ადამიანზე, რომელიც შექმნილია მიწისაგან და მიწადვე იქცევა მას შემდეგ რაც გარდაიცვლება. 2013 წელს კვლევით სცადეს ამ მოსაზრების დამტკიცება. კვლევის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ თიხა მოქმედებს როგორც გამრავლების ლაბორატორია პატარა მოლეკულებისა და ქიმიკატებისთვის, რომელიც ისე „შეიწოვს მათ, როგორც ღრუბელი.“ მეცნიერებმა ჟურნალ Scientific Reports-თან საუბრისას განაცხადეს, რომ ამ პროცესს სჭირდება მილიარდობით წლები, სანამ ქიმიკატები არ შევლენ რექციაში ერთამენთთან და არ შეიქნება ცილები, დნმ და საბოლოოდ ცოცხალი უჯრედები. ბიოლოგიური ინჟინრები ნანომასშტაბური მეცნიერების კორნელის უნივერსიტეტის დეპარტამენტიდან მიიჩნევენ, რომ თიხა შეიძლება ყოფილიყო სიცოცხლის აკვანი დედამიწაზე.


თავის წიგნში River Out Of Eden, ათეისტი რიჩარდ დოუკინსი ცდილობს მთელი სამყარო დაიყვანოს ერთ საერთო წინაპრამდე.

ის იყენებდა მათემატიკურ მოდელს დნმ-ის გენეალოგიის დამუშავებისთვის და განაცხადა:

„ამ მოსაზრების ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ ქალი უფრო ადრე მოევლინა ქვეყნიერებას, ვიდრე მამაკაცი.“ ადამი და ევა

თავის წიგნში River Out Of Eden, ათეისტი რიჩარდ დოუკინსი ცდილობს მთელი სამყარო დაიყვანოს ერთ საერთო წინაპრამდე – შავკანიან ქალამდე, რომელიც ცხოვრობდა აფრიკაში მეოთხედი მილიონი წლის წინ. ის იყენებდა მათემატიკურ მოდელს დნმ-ის გენეალოგიის დამუშავებისთვის და აცხადებდა: „ამ მოსაზრების ერთადერთი არგუმენტი ისაა, რომ ქალი უფრო ადრე მოევლინა ქვეყნიერებას, ვიდრე მამაკაცი.“ ფაქტი, რომ ის ნამვილად ცხოვრობდა ოდესმე სადღაც, ჭეშმარიტია. ასე რომ, ისეთ ადამიანსაც კი სწამს ევასი, როგორც საერთო წინაპრის, როგორსაც ღმერთი არ სწამს. შარშანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე გავრცელებული კაცი წინაპარი ადამია რომელიც 9000 წლით ადრე ცხოვრობდა, ვიდრე მეცნიერებს სჯეროდათ. დიდი ბრიტანეთის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ადამმა დედამიწაზე 209,000 წლის წინ გაიარა, რომელიც ეწინააღმდეგება ბოლოდროინდელ კვლევას, რომლის მიხედვით y ქრომოსომა წინ უსწრებდა კაცობრიობას. მათი დასკვნებით, ადამი საკუთარ მეორე ნახევართან, ევასთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის გენეტიკურ წინაპარს.
 კიდევ ერთი მოვლენა ბიბლიაში, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან, არის მოსეს მიერ წითელი ზღვის გაყოფა, რათა ისრაელები გადასულიყვნენ მეორე მხარეს.

2010 წელს, კარლ დრიუმ შექმნა წითელი ზღვის ორ ნაწილად გაყოფის ისტორია კომპიუტერულ მოდელირებით, რომ ენახებინა თუ რა მოხდა. მისი აზრით აღმოსავლეთის ძლიერი ქარი ქროდა 63 მილი საათში, რამაც გამოიწვია ნილოსის დელტას რეკონსტრუქცია, და ამ დასკვნით მართლაც შეიძლებოდა ზღვის გაყოფა.


დაბადების მიხედვით, ღმერთი იმედგაცრუებულია ადამიანზე და გადაწყვეტს წყალდიდობის მოხდენას დედამიწაზე, რის შემდეგაც ავალებს ნოეს ააშენოს კიდობანი საკუთარი თავის, ოჯახის და თითოეული სახეობის ცხოველის წყვილის გადასარჩენად. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობის პერიოდი იყო დაახლოებით 5600 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

დაბადების მიხედვით, ღმერთი იმედგაცრუებულია ადამიანზე და გადაწყვეტს წყალდიდობის მოხდენას დედამიწაზე, რის შემდეგაც ავალებს ნოეს ააშენოს კიდობანი საკუთარი თავის, ოჯახის და თითოეული სახეობის ცხოველის წყვილის გადასარჩენად. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე გლობალური დათბობის პერიოდი იყო დაახლოებით 5600 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რომლის დროსაც მყინვარების დნობამ გამოიწვია ხმელთაშუა ზღვის დონის აწევა. წყალმა მიაღწია ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვამდე, და გარდაქმნა ის მტკნარი ტბიდან უზარმაზარ მარილიან ყურედ.

წყალდიდობები და შიმშილობები შესაძლოა მსოფლიოს რელიგიების წამოწყობილი იყოს

ისინი ხშირად წარმოადგენენ ბიბლიური ისტორიების ცენტრალურ ნაწილს, და ჩანს, რომ წყალდიდობები, შიმშილობები და შავი ჭირი ასევე ეხმარება ადამიანებს რწმენის გამყარებაში. ჩრდილოეთ კაროლინას შტატის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ყოვლისშემძლე  ღმერთის რწმენა კაცობრიობას უფრო მეტად გაჭირვებულ პერიოდში აქვთ. ისინი აცხადებენ, რომ სწამთ ისეთი უზენაესი ღვთაებისა, რომელიც დაეხმარება ადამიანებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარკვეული მორალური წესების გამომუშავებაში, რომელიც აუცილებელია დაეხმაროს მას გაჭირვების დროს ან სასტიკ გარემოში ცხოვრებისას. მკვლევრებმა შეისწავლეს 583 რელიგიური წარმოშობის საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით.. ისინი შეადარეს კლიმატის, წვიმიანაობის და მცენარეთა ზრდის მიხედვით, რათა შეექმნათ თითოეული საზოგადოების პირობების ისტორიული სურათი. დასკვნებმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, თუ რატომ ითამაშა ცენტრალური როლი დიდ გაჭირვებაში ისეთმა რელიგიებმა, როგორიცაა ქრისტიანობა, იუდაიზმი და ისლამი. 60000 კვადრატულ მილზე მეტი დაიტბორა და ტბის დონე გაიზარდა რამდენიმე ასეული ფუტით, რამაც გამოიწვია მასობრივი მიგრაცია ევროპაში. მკვლევრები, რომელთა მიგნებები გამყარებულია ნახშირბადის გაცნობით, აცხადებენ, რომ ნოეს წყალდიდობას თავისი კატაკლიზმური მოვლენა ედო საფუძვლად.


ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი პასექის ამბიდან, სადაც ღმერთი ესაუბრება მოსეს ცეცხლომიკდებული ბუჩქიდან და ეუბნება:

„მე მოვედი ეგვიპტელთა ხელიდან ისრაელების დასასხსენლად.“

მეცნიერებს სწამთ, რომ ბუჩქი ცეცხლი ეკიდა რაიმე ბუნებრივი აირის ზემოქმედების შედეგად, ან წარმოადგენდა ადგილობრივი ვულკანის ამოფრქვევას.

ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი პასექის ამბიდან, სადაც ღმერთი ესაუბრება მოსეს ცეცხლომიკდებული ბუჩქიდანდა ეუბნება: „მე მოვედი ეგვიპტელთა ხელიდან ისრაელების დასასხსენლად.“ მეცნიერებს სწამთ, რომ ბუჩქი ცეცლი ეკიდა რაიმე ბუნებრივი აირის ზემოქმედების შედეგად, ან წარმოადგენდა ადგილობრივი ვულკანის ამოფრქვევას. ნორვგიელმა ფიზიკოსმა, Dag Kristian Dysthe-მ შეისწავლა დასავლეთ აფრიკაში, მალიში ორგანული მასალის წვა და დაასკვნა, რომ ასეთი მოვლენები ხდება ბუნებრივ სამყაროში. რაც შეეხება ღვთის ხმას, ებრაული უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ბენი შენონი ამბობს, რომ მოსე  იღებდა ადგილობრივ ჰალუცინოგერებს, ნივთიერებას, რომელიც მიიღება  ნეგევისა და სინას უდაბნოში ნაპოვნი ayahuasca მცენარის ფოთლებიდან.

 

წყარო: Daily Mail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

ako.admin

The author ako.admin

error: Content is protected !!