close
ს საინტერესოასოფლიო

მგლების აღზრდილი ადამიანი ადამიანებისგან იმედგაცრუებულია

მგლები კაცი

1965 წელს გამოქვაბულში მამაკაცი აღმოაჩინეს, რომელიც მგლებთან ერთად 12 წლის მანძილზე ცხოვრობდა. მარკუს როდრიგეზ პანტოჯა პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მამამ ესპანეთში, სიერა მორენას მთებში მცხოვრებ ფერმერს მიჰყიდა. პანტოჯას ვარაუდით, ეს მაშინ მოხდა, როცა ის 6-7 წლის იყო. ფერმერი მალევე გარდაიცვალა და ბიჭი მთებში, ველური ბუნების წინაშე მარტო აღმოჩნდა.

როდრიგეზ პანტოჯა 19 წლის იყო, როდესაც ესპანეთის სამოქალაქო გვარდიამ ის ადამიანთა სამყაროში დააბრუნა.

იმ დროიდან დღემდე პანტოჯა არაერთი წიგნის, ფილმის თუ ანთროპოლოგიური კვლევის საგანი გამხდარა.

ამჟამად მარკოსი 72 წლისაა და ესპანეთში, გალისიას პროვინციაში მდებარე პატარა სოფელ რანტეში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ადამიანებთან ცხოვრობს, მარკოსი აცხადებებს, რომ მისი ბედნიერი მოგონებები მგლებთანაა დაკავშირებული.

,,El Pais-თან” საუბრისას მარკოსმა აღნიშნა, რომ მას აქვს განცდა, რომ ადამიანები ატყუებენ, დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ, დამსაქმებლები კი ექსპლუატაციას უწევენ მის შრომას.

,,ვფიქრობ, ისინი დამცინიან იმის გამო, რომ არ ვიცი პოლიტიკა ან ფეხბურთის თამაში,” – განაცხადა მარკოსმა. იგი გამოტყდა, რომ როცა გააცნობიერა, რომ ადამიანებთან ინტეგრირებას ვერ შეძლებდა, მგლებთან დაბრუნება სცადა, თუმცა მათ ის ერთ-ერთ თავისიანად აღარ მიიღეს. ,,მე უკვე ადამიანის სუნი მქონდა.” მარკოსი ერთხანს ძველ საცხოვრებელშიც – თავის ძველ გამოქვაბულში დაბრუნდა, თუმცა ყოველდღიური მოხმარების ნივთების გარეშე ცხოვრება ვეღარ შეძლო.

წყარო: https://www.indy100.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2