close
ანქანათმშენებლობააქართველო

მალე საქართველოში ელექტრო ავტომობილების წარმოება დაიწყება

44754010_908342462709459_6207603433629810688_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე – „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტი, განაცხადა რომ ამჟამად ქვეყანაში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მისი განმარტებით, საქმე ორ უმსხვილეს კომპანიას ეხება, თუმცა ისინი არ დაუკონკრეტებია.
“დღეს ჩვენ განვაცხადებთ ახალი ინიციატივის შესახებ, რომლითაც დარწმუნებული ვარ, იამაყებენ მომავალი თაობები. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი ათი წლის განმავლობაში, საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, ეს გეგმა ძალიან დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს“-განაცხადა მან.

ბახტაძის თქმით, საქართველოში ნომერ პირველი საიმორტო პროდუქტი საწვავია, ელექტრომობილებზე გადართვას კი, ამ შემთხვევაში, დამატებითი მაკროეკონომიკური ეფექტი ექნება ქვეყნისთვის.
პრემიერი ელექტრომობილების ღირებულებასაც შეეხო, „ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც ის მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, ხუთწლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, ფაქტობრივად, დამატებითი ხარჯების გარეშე“ – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ ელექტროავტომობილების რენესანსი თანამედროვე მსოფლიოში 2008 წელს დაიწყო, როცა საწვავის გაზრდილმა ფასმა და გარემოს დაბინძურების შემაშფოთებელმა სტატისტიკამ მწარმოებლები ეკომეგობრული პროდუქტის შექმნაზე დააფიქრა.
ელექტროავტომობილების მწარმოებელი ქვეყნების სათავეში, ავტომობილების საერთაშორისო ორგანიზაციის 2017 წლის სტატისტიკით, რა თქმა უნდა, ჩინეთი ლიდერობს. რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებშიც მსგავსი ტრანსპორტის კულტურა უკვე ნორმად იქცა, ამ შემთხვევაში აღსანიშნავი ნორვეგიის გასული თვის რეკორდია, როცა თითქმის 11000 ახალი ელექტროავტომობილი დარეგისტრირდა, რაც უკვე აისახა გარემო პირობებზეც,
„ელექტროავტომობილებზე მსგავსმა მოთხოვნამ ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობა დაახლოებით 55გ/კმ-ით შეამცირა, რაც თითოულ კილომეტრზე ავტომობილის მიერ გამოყოფილი მავნე კარბონის დიოქსიდის საშუალო რაოდენობაა“ – განაცხადა ქვეყნის საგზაო დეპარტმენტის ხელმძღვანელმა.

მასალა მოამზადა : თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2