close
ატეგორიის გარეშე

ინფორმაციის შესანახად მეცნიერებმა დნმ_ს გამოყენება დაიწყეს!

3u7t62o387r2ur

შვეიცარიელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომელიც დნმ-ში დიდი რაოდენობით ინფორმაციის ჩაწერისა და ათასობით წლის განმავლობაში შენახვის საშუალებას იძლევა.
გასულ საუკუნეებში, ჩვენი წინაპრების ცოდნას წიგნები და პაპირუსები ინახავდნენ. ციფრულ ეპოქაში კაცობრიობის ცოდნის შენახვა სერვერებზე და მყარ დისკებზე ხდება. თუმცა მათი სიცოცხლისუნარიანობა შეზღუდულია და მის შესანარჩუნებლად განუწყვეტლივ ზრუნვას საჭიროებს.
ETH ციურიხის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული მეთოდის საშუალებით ასობით ათასი წლის წინ შენახული გენეტიკური მასალის გაანალიზებაა შესაძლებელი.
იმისათვის, რომ ინფორმაციის შემცველი დნმ დაცული იყოს, იგი სინთეტიკურ გაქვავებულ ნიჟარაში მოათავსეს, რომელიც მიკროსკოპული სილიკომანგანუმის მინის ნაწილაკებისგან მზადდება, რომელთა დიამეტრი 150 ნმ-ია.
მეცნიერთა თქმით, კაჟმიწაში მოთავსება განმარხებულ ძვლებს შეიძლება შევადაროთ. დნმ-ის გრძელვადიანი სტაბილურობა შესძლოა შეფასდეს მისი შენახვის სხვა საშუალებების მიხედვით. მაგალითად, ნორვეგიის Svalbard Global Seed Vault-ში გენეტიკური მასალა ინახება მინუს 18 გრადუსზე და ნარჩუნდება მილიონზე მეტი წლის განმავლობაში.

მეცნიერებმა ტექნიკის დემონსტრირება მოახდინეს: მათ ძველი ბერძნული მეცნიერი არქიმედეს დაახლოებით ორი ათასი წლის წინ დაწერილი „მექანიკური თეორემების მეთოდების“ დნმ-ში კოდირება განახორციელეს. კვლევის ხელმძღვანელმა დოქტორმა რობერტ გრასმა განმარტა, თუ როგორ ახდენდნენ მისი გუნდის წევრები დაწერილი სიტყვების დნმ-ად ტრანსლირებას. „განვიხილავთ, როგორ იქცევიან ასოები ნუკლეოტიდების მიმდევრობად, რომელიც დნმ-ის სამშენებლო ბლოკია და ასოებისა და რიცხვების უზარმაზარი ფაილის ნაცვლად მივიღეთ A, C , T და G-ის თანმიმდევრობა. ეს ფაილი გავუგზავნეთ კომპანიას, რომელიც ახდენს დნმ-ის სინთეზირებას იმ ფაილის მიხედვით, რომელიც ჩვენ მას გავუგზავნეთ.“
ამის შემდეგ მეცნიერებმა დნმ-ის დაშლის იმიტაცია მოახდინეს. დნმ ერთი თვის განმავლობაში 60 – 70 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსეს, რისი საშუალებითაც დნმ-ის ასობით წლის განმავლობაში მოსალოდნელი ქიმიური დაშლის რეპლიკაცია რამდენიმე კვირაში ხდება.
მინის ნიჟარა განსაკუთრებით ძლიერი აღმოჩნდა და ფტორის გამოყენების გზით დნმ-ის მინისგან გამოცალკავება იოლად ხდება ისე, რომ ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელი გახდეს.
მეცნიერთა აღნიშნული გუნდი აცხადებს, რომ დნმ-ის საშუალებით ინფორმაციის ეფექტურად შესანახად მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ის გაშიფვრა იაფი ჯდება, დნმ-ში ინფორმაციის კოდირება საკმაოდ ძვირი პროცედურაა.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარაბზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!