close
კოლოგიააქართველო

თბილისში ნარჩენების გადამუშავებით ალტერნატიულ საწვავს მიიღებენ

თბილისი ნარჩენები

2019 წლიდან ქვეყნის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გადამუშავება სავალდებულო გახდება. ასევე დაგეგმილია ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა თბილისში, რომელიც ექსპლუატაციაში სავარაუდოდ ერთ წელიწადში შევა. ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, პროექტის განმახორციელებელმა კომპანია “კადევე ჯორჯიამ’’ შესაბამისი ნებართვა უკვე მიიღო.
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება გულისხმობს მის ინსენერაციას ანუ წვას, საიდანაც ალტერნატიული ენერგია მიიღება. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელის მრჩეველი ,,საქმის კურსთან’’ აცხადებს, რომ მინიმალური სიმძლავრის ინსილატორის დასამონტაჟებლად დღეში 100 ტონა ნარჩენია საჭირო, თუმცა თბილისის შემთხვევაში დღის განმავლობაში 1000 ტონა მყარი ნარჩენის შეგროვება ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოს ფუნქციონირებისთვის თბილისი ოპტიმალური ადგილია.
ხათუნა ჩიკვილაძის თქმით, ნარჩენის წვის შედეგად შესაძლებელია სითბური ენერგიის მიღება ან ამ ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნა. “ნარჩენების წვის შედეგად ელექტროენერგიის მიღება საკმაოდ ძვირადღირებული იქნება ქვეყნისთვის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს საწვავად ან თანასაწვავად, რასაც აქტიურად გამოიყენებს მეტალურგიული თუ ცემენტის ქარხნები”, – განმარტავს ჩიკვილაძე.

მისი ინფორმაციით, წლიურად საქართველოში მილიონ ტონამდე ნარჩენის შეგროვება ხდება.

 

წყარო: http://www.bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2