close
AMG

თანამშრომელთა ვალდებულებების შესახებ

თათბირი

თათბირის დაწყებამდე:

 

  1.    კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ წინა შეხვედრის ოქმი და გადაამოწმეთ, შეასრულეთ თუ არა ყველა დავალება, რომელიც თქვენს თავზე აიღეთ იმ შეხვედრის დროს.
  2.      მიიღეთ ყველა წინასწარი ღონისძიება, რათა შეამციროთ იმ ზარებისა და ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც იძულებულს გაგხდიან, დატოვოთ შეხვედრა.
  3.     ისე გადაანაწილეთ თქვენი დრო, რომ შეხვედრაზე პუნქტუალურად მისვლა შეძლოთ.
  4.     გაიაზრეთ ის საკითხები, რომელთა განხილვაც გსურთ შეხვედრაზე.
  5.      იზრუნეთ ყველა საბუთისა და მონაცემის შესახებ, რომლებიც ჯგუფს სჭირდება დღის წესრიგის საკითხების განსახილველად.
  6.   თუ დღის წესრიგი წინასწარ არის შემუშავებული, დეტალურად გაეცანით მას, რათა გაარკვიოთ, როგორ უნდა მოემზადოთ, რომ პრობლემების განხილვაში სრულფასოვნად ჩაერთოთ.
  7.    თუ არ შეგიძლიათ თათბირზე დასწრება, შეატყობინეთ ეს თქვენს წარმომადგენელს (შემცვლელს) და მოამზადეთ იგი.

 

თანამშრომელთა ვალდებულებები თათბირის მიმდინარეობისას:

 

  1. აუცილებლად შეიტანეთ დღის წესრიგში თქვენი საკითხები. ნათლად გამოხატეთ თქვენი აზრი, მოკლედ ჩამოაყალიბეთ სათქმელი.
  2. თუ რაიმე გაქვთ გულში – მოსაზრება, ან გრძნობა – ღიად და გასაგებად გამოხატეთ ის. არ დათრგუნოთ თქვენში გრძნობები.
  3. დარჩით დღის წესრიგის იმ საკითხზე, რომლის განხილვაც ხდება და დაეხმარეთ სხვებსაც, არ გადაუხვიონ.
  4. თუ არ გესმით, რას ამბობს სხვა, სთხოვეთ მას, განგიმარტოთ.
  5. აქტიური მონაწილეობა მიიღეთ: თუ რამე გაქვთ სათმელი, თქვით.
  6. საკუთრ ვალდებულებად გაიხადეთ შეხვედრის წინსვლაზე ზრუნვა. იზრუნეთ იმგვარი წვლილის შეტანაზე, რომელიც პრობლემების მოგვარების პროცესისთვის სასარგებლო იქნება. დაიცავით სხვათა უფლებები, მოუსმინეთ მათ და წაახალისეთ არააქტიური თანამშრომლები.
  7. ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს – როდესაც საჭიროა, განმარტეთ, რას ამბობს სხვა.
  8. გამოიჩინეთ კრეატიულობა კონფლიქტების მოსაგვარებელი გადაწყვეტების მოძიებისას – გამოსცადეთ ისინი ჯგუფში.
  9. თავი აარიდეთ შენიშვნებს, რომლებსაც შეუძლია ჯგუფის გათიშვა: ხუმრობები, სარკაზმი, „დარტყმა ზურგში“ , უარმყოფელი შენიშვნები, ენაკვიმატი ხუმრობები.
  10. თუ გამოხატავთ მზაობას, რომ გარკვეული საქმეები შეხვედრის შემდეგ მოაგვაროთ, ჩაინიშნეთ ისინი.
  11. მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა შეუწყობდა ხელს ჯგუფს ერთი ნაბიჯით წინსვლაში და პრობლემის გადაჭრაში? რითი შემიძლია ხელი შევუწყო ჯგუფის ეფექტურობას? რა სჭირდება ჯგუფს? როგორ შემიძლია დახმარება გავუწიო?

 

ჯგუფის წევრთა ვალდებულებები თათბირის შემდეგ:

 

  1. შეასრულეთ თქვენი დავალებები და ვალდებულებები.
  2. გააცანით თქვენს თანამშრომლებს საჭირო გადაწყვეტილებები და პროცესები.
  3. დაიცავით თათბირზე შეთანხმებული კონფიდენციალურობა.
  4. ნუ იწუწუნებთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებსაც ეთანხმებოდით.
  5. ღიად უთხარით თანამშრომლებს თქვენი აზრი მათ შესახებ და არ ისაუბროთ ზურგს უკან
  6. ნუ სთხოვთ მენეჯერს რომელიმე გადაწყვეტილების გაუქმებას, დასვით ეს საკითხი შემდეგ თათბირზე განსახილველად.

 

          მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
         ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2