close
ჟანგბადი გალაქტიკა

ჟანგბადის აღმოჩენის შემდეგ, ასტრონავტებმა დაადგინეს, რომ შორეულ გალაქტიკაში ვარსკვლავები დიდი აფეთქებიდან 250 მილიონ წელში ჩამოყალიბდნენ.

მეცნიერები MACS1149-JD1-ად წოდებულ გალაქტიკას დააკვირდნენ, რომელიც დიდი აფეთქებიდან, დაახლოებით, 550 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა და რომელმაც, დაახლოებით,  13.8 მილიარდი წლის წინ დასაბამი მისცა სამყაროს.

MACS1149-JD1-სგან გამოყოფილ სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად 13.28 მილიარდი სინათლის წელი დასჭირდა. სინათლის წელი არის მანძილი (9,5 ტრილიონი კილომეტრი), რომელსაც  სინათლე 1 წელში გაივლის.

MACS1149-JD1-ზე ჟანგბადის აღმოჩენა ძალიან საყურადღებო ფაქტია. მისი არსებობა ადასტურებს, რომ თავდაპირველი სამყარო შედგებოდა ისეთი ელემენტებისგან, როგორიცაა – ჟანგბადი, ნახშირბადი და აზოტი, რომლებიც ვარსკვლავების შემადგენლობაშიც იყვნენ, ვარსკვლავები აფეთქებისა და დაღუპვის შემდეგ კი – ვარსკვლავთშორის სივრცეში გადაინაცვლეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკაში კიდევ უფრო ადრე წარმოშობილი ვარსკვლავები არსებობდნენ, რომლებიც შემდეგ დაიღუპნენ, ხოლო გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან 250 მილიონი წლის შემდეგ ჩამოყალიბდა.

,,ეს აღმოჩენა კიდევ უფრო გვაახლოვებს კოსმოსური ცისკრის გაჩენის თარიღთან,”- აცხადებს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ასტრონომი – ნიკოლას ლაპორტე, რომელიც ვარაუდობს, რომ პირველი ვარსკვლავები დიდი აფეთქებიდან 150 მილიონი წლის შემდეგ გაჩნდნენ.

მეცნიერებმა გალაქტიკის მანძილი ჩილეს ტელესკოპის საშუალებით დაადგინეს და  MACS1149-JD1-ის ადრეული ისტორიის რეკონსტრუქცია ინფრაწითელი, ორბიტაზე მოძრავი ტელესკოპების მეშვეობით განახორციელეს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2