close
ედიცინა

დიაბეტის მკურნალობის ახალი მეთოდი, რომელმაც შესაძლოა ინსულინის ყოველდღიური ინექცია ჩაანაცვლოს

diabeti-ihow.ge_

ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც, შესაძლოა, მედიცინაში გარღვევად იქცეს და ინსულინის ყოველდღიური ინექცია ჩაანაცვლოს.

წვრილ ნაწლავში ლორწოვანი გარსის განადგურებით მეცნიერებმა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტების სისხლში შაქრის დონის დასტაბილურება შეძლეს. კვლევის შედეგებს მედიკოსებმა „შთამბეჭდავი“ უწოდეს.

პროცედურის ფარგლებში 50 პაციენტების ორგანიზმში (პირიდან წვრილ ნაწლავამდე) მილაკი მოათავსეს მილაკს  ბოლოშიპატარა ბუშტი ჰქონდა დამაგრებული, რომელიც ცხელი წყლით იყო გაბერილი. ცხელი წყლით სავსე ბუშტის საშუალებით ლორწოვანი მემბრანა ამოწვეს. ამ მარტივი ოპერაციიდან ორ კვირაში ახალი მემბრანა წარმოიქმნება და პაციენტის ჯანმრთელობა უმჯობესდება.

მკურნალობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, დაავადება პაციენტების 90% -ში დასტაბილურდა. ითვლება, რომ ტიპი 2 დიაბეტის პაციენტებში არსებობს კავშირი ლორწოვანი გარსის მიერ წვრილ ნაწლავში საკვები ნივთიერებების შეწოვასა დაინსულინის წინააღმდეგობის განვითარებას შორის.

ამსტერდამის უნივერსიტეტის გასტროენტეროლოგიის პროფესორი ჟაკ ბერგმანი აცხადებს, რომ  მკურნალობის ამ მეთოდის შედეგად შესაძლოა ინსულინის გამოყენება საჭირო აღარ გახდეს.

მეცნიერებს, რომლებმაც აღნიშნული კვლევის შედეგები ვენაში გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს, მოუწოდეს, რომ იყვნენ „აღფრთოვანებულები“, თუმცა გამოიჩინონ სიფრთხილე კვლევის პირველადი შედეგების მიმართ.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისმონაცემებით, მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 8.3% – 382 მილიონზე მეტი ადამიანიდაავადებულია დიაბეტით, რომელთაგან დაახლოებით 46%-ს არ აქვს დასმული დიაგნოზი. შესაბამისი ინტერვენციების გარეშე, მოსალოდნელია, რომ დაავადებულთა რიცხვი2035 წლისათვის 592 მილიონს მიაღწევს, ხოლო სიკვდილიანობის მიზეზთა შორის დიაბეტი მე-7 ადგილს დაიკავებს. მსოფლიოშიდიაბეტთან დაკავშირებული გართულებების გამო ყოველწლიურად3.4 მილიონი ადამიანი იღუპება.

წყარო : www.theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2