close
აქართველო

გიორგი ჩახნაშვილი – 16 წლის მოსწავლე, რომელმაც ვირტუალური პერსონალური ასისტენტი შექმნა

474C1714-6EA0-4AF7-B892-D1AFF2E5DF43

გიორგი ჩახნაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 16 წლისაა, საკმაოდ წარმატებული გამოგონებით გაიცნო საზოგადოებამ, ევროპული სკოლის მოსწავლე ხელოვნური ინტელექტით დაინტერესდა და მისი მეშვეობით ინოვაციური პროდუქტი Digital Mind-ი შექმნა, რომლის შესახებაც თავად გვიამბობს.

-გიორგი, დაწვრილებით გვიამბე რა არის Digital Mind-ი?  

– Digital Mind გახლავთ ვირტუალური პერსონალური ასისტენტი რომელიც იყენებს თავის ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის არასაჭირო, ზედმეტი ინფორმაცია გაფილტროს და დაინტერესებულ პირს მხოლოდ ანალიზირებული, სპეციფიკური ინფორმაცია მიაწოდოს.  მისი მეშვეობით შესაძლებელია წერილობითი თუ ზეპირი პასუხების მიღება კითხვებზე, რომლებიც მარკეტინგის, ტურიზმისა თუ მენეჯმენტის თემებს ეხება.

-საინტერესოა რა ეტაპზეა ამჯერად შენი იდეა, თუ არის დაინტერესება შესაფერისი სფეროს წარმომადგენლებისგან?

-ჩემი იდეა, უფრო კონკრეტულად – ალგორითმი უკვე გატანილი და წარმოდგენილია უცხოურ ბაზარზეც. მისი აპლიკაციები არის/იქნება არსებული განათლების სისტემაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ასევე აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში შედგა ჩემი პრეზენტაცია და მქონდა რამდენიმე შეხვედრა მსხვილ, გამოცდილ კომპანიებთანაც.

-ფინანსური თვალსაზრისით, რამდენად რთული იყო იდეის განხორციელება?

-ჩემი პროექტის ერთ-ერთი ბენეფიტი შეიძლება ითქვას არის  ის, რომ Digital Mind-ის განსახორციებელი მინიმალური ფინანსური ინვესტიციაც კმარა და ამ ეტაპზე უკვე არის რამდენიმე კომპანია, რომელიც აკეთებს ინვესტირებას მისთვის ოპტიმალური პროგრამის აპლიკაციის განვითარებაში.

აქვს თუ არა პროგრამას უცხოური ანალოგი და თუ კი, რა მახასიათებლები განასხვავებთ მათ.

-Google Talk to Books დაახლოებით Digital Mind-ის ორიგინალური ვერსიიდან 2 კვირის მერე გამოვიდა. განსხვავება არის ალგორითმებში და მასალებში, ამჯერად Talk To Books მარტო წიგნური მასალა აქვს, ხოლო Digital Mind ვიდეოს ტრანსკრიფციასაც აკეთებს ახალ ვერსიაში.

საინტერესოა ადრეულ ასაკშივე რამ განაპირობა შენი დაინტერესება აღნიშნული სფეროთი?

-პროგრამირებისა და კომპიუტერულ მეცნიერებებისადმი ინტერესი დიდი ხანია მაქვს და ბავშვობიდან მსურდა ვირტუალურ სფეროში რაიმე კრეატიულის შემექმნა, ვთვლი რომ ხელოვნური ინტელექტი ამჟამად ყველაზ ოპტიმალური გზა იყო ჩემთვის, რადგან ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შესაქმნელი, შესაბამისად, შევეცდები საუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო, რათა აღნიშნულ სფეროში სიახლე შევიტანო და წარვუდგინო საზოგადოებას.

მასალა მომაზადა : თამარ დევდარიანმა

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2