close
კონომიკააქართველო

გახდება თუ არა საქართველო ავეჯის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა?

aveji

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ავეჯის მწარმოებელი 12 უმსხვილესი თურქული კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მათ შორის, ზოგიერთი უკვე საქმიანობს საქართველოში და სამომავლოდ წარმოების გაზრდას და ექსპორტზე პროდუქციის გატანასაც გეგმავს.
შეხვედრაზე, რომელიც თურქეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების – საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ორგანიზებით ჩატარდა, ეკონომიკის მინისტრმა მონაწილეებს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ავეჯის მწარმოებელთა და ზოგადად აღნიშნული ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ქვეყნის მთავრობა უკვე ახორციელებს ან სამომავლოდ აპირებს მიიღოს აღნიშნული სექტორისგანვითარების მიზნით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის მოწვევით, 12-15 ნოემბერს საქართველოში მსხვილი თურქული კომპანიების, მათ შორის, ავეჯის მწარმოებლების წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა, რომელიც ადგილზე გაეცნობა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს-შესაძლებლობებს.~
შეხვედრაზე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტმა ნაილ ოლფაქმა მოუწოდა თურქ ბიზნესმენებს, რომ საქართველოში უამრავი შესაძლებლობებია არა მხოლოდ ვაჭრობის კუთხით, არამედ ინვესტირების თვალსაზრისითაც. „მინდა ვუთხრა თურქ ბიზნესმენებს, რომ საქართველოში უამრავი შესაძლებლობებია არა მხოლოდ ვაჭრობის კუთხით, არამედ ინვესტირების თვალსაზრისითაც. დღეს ჩვენ ვისმენთ იმ ღონისძიებების შესახებ, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით და ეს ძალიან გვახარებს,” – განაცხადა მან.

წყარო : www.economy.ge

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2