close
ედიცინა

ბრიტანული მედიკამენტით მედიკოსებმა საკვერცხის კიბოს დამარცხება შეძლეს!

14478

ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-ს მედიკამენტმა Lynparza-მ, რომელიც ბლოკავს უჯრედის უნარს აღიდგინოს გენეტიკური კოდი და რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა საკვერცხის კიბოს რისკი, ცდის მესამე ფაზა წარმატებით გადალახა.
პეციენტებში Lynparza-ს დამხმარე თერაპიად გამოყენებიდან სამი წლის შემდეგ სიმსივნის ზრდის შეწყვეტა პაციენტების 60 პროცენტში დაფიქსირდა, ეს კი მნიშვნელოვნად მაღალია იმ მაჩვენებელზე, რაც მხოლოდ ქიმიოთერაპიის გამოყენების დროს ფიქსირდება.
მეოთხე წელს Lynparza-ს ჯგუფში გადარჩენის მაჩვენებელი 50 პროცენტი იყო, ქიმიოთერაპიისა კი მხოლოდ 11.
აღნიშნულმა შედეგმა Lynparza-ი ორ კონკურენტ მედიკამენტთან – კომპანია Clovis Oncology-ის Rubraca -სა და Tesaro-ს Zejula -თან შედარებით მნიშვნელოვნად დააწინაურა.
Lynparza განკუთვნილია იმისათვის, რომ ე.წ. BRCA მუტაციის მქონე კიბოს უჯრედებში, რომლებსაც გაყოფის შედეგად დაზიანებული დნმ-ის აღდგენის უნარი დაქვეითებული აქვს, ეს უნარი აღადგინოს.
მედიკამენტი მუტაციური BRCA-ის გენის მქონე პაციენტებში გამოსაყენებლად 2014 წელს აშშ-ში ოფიციალურად დაამტკიცეს. AstraZeneca-მ შარშან მედიკამენტის გაყიდვების შედეგად 297 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ანალიტიკოსები 2023 წლისთვის ამ შემოსავლის 2 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვარაუდობენ.

წყარო : www.reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2