close
ს საინტერესოასტორიააქართველო

ბოლშევიკების დამამარცხებელი ქართველი გენერლის ისტორია

aa

„არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს , რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა“

“ბრძოლაში ცალკეული ნაწილი კი არა, მთელი ერი დასახელმწიფოა ჩაბმული“

 გიორგი კვინიტაძე დაიბდა  დაღესტანში სამხედრო ოჯახში, მამაპოლკოვნიკი ივანე კვინიტაძე (საინტერესო ფაქტია ის, რომ მამამისი13 წლამდე ჩიქოვანის გვარს ატარებდა თუმცა უცნობი მიზეზებისგამო, შემდეგ გვარი კვინიტაძედ გადაუკეთებია) დედა -პელაგიასუალაძე.

 მომავალი ქართველი გენერლის სამხედრო კარიერა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაიწყო, როცა ის თბილისი კადეტთა კორპუსშიმიაბარეს, სწავლა პეტერგურგის ფეხოსანთა სასწავლებელშიგანაგრძო. სასწავლებელი 1894 წელს დაასრულა ოფიცრის ჩინით. პირველი სამხედრო სამსახური მისთვისიყო ვლადიკავკაზის 153-ე პოლკი.  რუსეთ იაპონიის ომის დაწყებისთანავე  ის  თავისი ნებით ჩაერთო ომში. 1907-09 წლებში სწავლობდა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემიაში. მისი დამთავრებისთანავე მანკაპიტნის წოდება მიიღო. სამხედრო სამსახური კი კავკასის სახედრო  ოლქის შტაბში დაიწყო. პირველმსოფლიო ომში   გორგი კვინიტაძე დივიზიის შტაბის უფროსი გახლდათ ხოლო 1916 წელს მანპოლკოვნიკის წოდება მიიღო და მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურობა ჩაიაბარა. არზრუმისათვისგამართულ ბრძოლაში წარმატებულად განხორციელებული სამხედრო ოპერაციის  გამო გიორგი კვინიტაძედააჯილდოვეს: ოქრის ვადიანი ხმლით,  წმ.გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით და გენერლის წოდებით.

გენერალ-მაიორმა გიორგი კვინიტაძემ 1918 წელს უარი განაცხადა რუსულ ჯარში გაეგრძელებინა სამხედროსამსახური (რეალურად რუსეთში სამეფო ხელისუფლების ერთგული მსახურების დევნა დაიწყო) დადაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში. დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ქართული არმიისა შექმნასა დაფორმირების საქმეში. 1918 წელს მისი მეთაურობით (ის გახლდათ სამხედრო შტაბის მეთაური) დაამარცხეს სომხეთის არმია. 1919 წელს კვინიტაძემ დაამარცხა თურქები, მან გაანადგურა სევერ ბეგი რაცვერ მოახერხა გენერალმა მაზნიაშვილმა. სწორედ ამ პერიოდში  საქრთველოს თავდაცვის მინისტრმაგრიგოლ ლორთქიფანიძემ მას სამხედრო სკოლის ჩამოყალიბება სთხოვა. ქართველი გენერლის ძლისხმევითშეიქმნა იუნკერთა სასწავლებელი (სამხედრო სკოლა), რომლის პირველი ხელმძღვანელი თვითონგახლდათ. სამწუხაროდ, გენერალს არ ენდობოდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, მათ ეშინოდათსახედროთა ხელში ძალუფლების მომძლავრებისა, ამასთანავე მეფის რუსეთის ჯარში მოღვაწე გენერლებირუსოფილებად აღიქმებოდნენ და მათ მონარქისტობაში დებდნენ ბრალს. რის გამოც გენერალი კვინიტაძერამდენჯერმე გადადგა.

  1921 წლის თებერვალში შექმნილი უმძიმესი ვითარესი გამო ნოე ჟორდანიამ მას თხოვნით მიმართა დასარდლობა ისევ ჩააბარა.

„მხოლოდ ბრძოლა შეიძლებოდა, მხოლოდ თბილისის ევაკუაციაზე უნდა გვეფიქრა, უნდა დაგვეცვაიარაღის ღირსება, რომელსაც ბრძოლის დასაწყისშივე უზარმაზარი ჩრდილი მიადგა“ (გენერალიგ.კვინიტაძე)

 მე-11 არმიის შესახებ ცნობა საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 1920 წლის ნოემბერში ჰქონდა, თუმცასაქართველოს მთავრობა ამ ცნობას უგულისყუროდ მოეკიდა.

აღსანიშნავია ის, რომ  როდესაც მეცხრე, მერვე, მეათე და მეთერთმეტე არმიებმა საქართველოს თითქმისყველა მხიდან შემოუტიეს, სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ოკუპაცისათვის დაიძრა თურქეთიც,რომელიც ბოლშევიკებთან შეთანხმებულად მოქმედებდა.  თურქეთმა ულიტიმატუმი წაუყენა საქართველოსმთავრობას, რაც ფაქტიურად ომის გამოცხადებას ნიშნავდა.11 თებერვალს ღამით ლორეს რაიონში მდგარქართულ ნაწილებზე იერიში  მე -11 არმის ნაწილებმა მიიტანა, ვითომ ადგილობრივი სომხურიბოლშევიკური მოძრაობის სახით. 12- დან 15 თებერვლამდე ბოლშევიკური ნაწილები უპრობლემოდმოიწევდნენ თბილისისაკენ (უმნიშვნელო დანაკარგებით) 15 თებერვალს კი ბოლშევიკების დამამარცხებელგენრალს დაურეკეს (1920 წელს კვინიტაძემ დაამარცხა ბოლშევიკების არმია და ერთ წლით გადადოსაქართველოს ოკუპაცია, თუმცა ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო გადადგა) გენერალ ნოე ჟორდანიასთხოვნა ვალიკო ჯუღელმა გააცნო, რომელიც თავის დროზე დიდი სიხარულით შეხვდა გიორგი კვინიტაძისგადაგომას. ვითარების გაცნობის შემდეგ  გენრალმა ნოე ჟორდანიას საპასუხოდ გადასცა, რომ ომიწაგებული იყო თუმცა უნდა ებრძოლათ.  თბილის დაცვის ორგანიზებას იმ დღესვე შეუდგა. მანგლისისგაზატკეცილზე მე -4   პოლკის ორი ასეული, ტაბახმელის მონაკვეთზე გენერალ ანდრონიკაშვილისმეთაურობით სამხედრო სკოლის კურსანტები და უნტერ ოფიცერთა ბატალიონები განალაგა. ნავთლუღისმონაკვეთს გენერალ ჯიხიას სახალხო გვარდია, შავნაბდას მონასტრიდან მდინარე მტკვარამდე კი თბილისსგენერელი მაზნიშვილი იცავდა. როგორც კვინიტაძის მოგონებებიდან ირკვევა მას და გენერალ მაზნიშვილსძალიან კარგი ურთერთობა ჰქონდათ, სწორედ მას ანდო ყველაზე ცხელი წერტილი, სადაც გამარჯვებაქართულ ჯარს ჰაერივით სჭირდებოდა, მაზნიაშვილს ბრწყინვალე მოქმედეებით ბოლშევიკთა იერიშებირამდენჯერმე იქნა მოგერიებული ბოლოს თვითონ გადავიდა შეტევაზე და 1600 კაცი იგდო ტყვედ. გენერალ მაზნიაშვილის მიერ მოპოვებული წარმატების შემდეგ ბოლშევიკებმა  იერში მიიტანეს გენერალჯიხიას არმიაზე თუმცა გენერალმა დაამარცხა რუსები  და ფრონტზე 10 კილომეტრით წინ წაიწია, მაგრამმტრის დასვენებული ახალი არმიის გამოჩენის შემდეგ უკან დაიხია. მიუხედავად უდიდესი გმირობებისაბოლშევიკთა მრავალმრიცხოვნობამ და უკეთესმა შეირაღებამ (საერთო ჯამში- 36000 ფეხოსანი ჯარისკაცი, 4300 კავალერისტი 196 ქვემეხი, 1065 ტყვიამფრქვევი, 5-7 ჯავშნიანი მატარებელი, 4 ტანკი 50-ამდეთვითმფრინავი) თავის გააკეთა შეთხელებული ქართული არმია, მომავალ იერიშებს ვეღარ გაუძლებდა, გაწელილი ფრონტის ხაზი უმალ დაირღვეოდა. საქართველოს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ უკან დახევისდა თბილისის ევაკუაციის ბრძანება გასცა. „სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება? მიმაჩნია რომ სწორიიყო, ისტორიულადაც ცნობილია რომ თბილისის მტრის ხელში ჩავარნდა ერის დამორჩილებას როდინიშნავდა…დედაქალაქის დატოვა ომის დასრულებას არ მოასწავებეს, ვინაიდან ბრძოლაში ცალკეულინაწილები კი არა, მთელი ერი და სახელმწიფოა ჩართული“ (გიორგი კვინიტაძე) სამწუხაროდ ბრძოლისგაგრძელება ვერ მოხერხდა საქართველოს მთავრობა და მათ შორის გენრალიგიორგი კვინიტაძე ემიგრაციაში წავიდა.

zz გენერალს მის მეუღლესაგან (თავადის ასულიმარიამ მაყაშვილი) ჰყავდა სამი ქალიშვილი: ლიდა, თამარი და ნინო, (სწორედ ნინოსქალიშვილი მარიამ დამბო გახლდათფრანგული კინოს ვარსკვლავი.)  მას ძალიანუჭირდა სამი შვილის რჩენა ამიტომაციძულებული იყო, ქარხანაში ემუშავა მუშად. ჭრილობების გაურარესების გამო ის ამსაქამიანობას ვეღარ გააგრძელებდა , ოჯახიკატასტროფისგან იხსნა ბავშვების ძიძამბაბალემ, რომელიც საოცარ მაწონს ამზადებდა. გიორგი კვინიტაძე ერთ-ერთ მოგონებაში იხსნებს, გადაეცით საქართველოში რომ გენერალი მემაწვნეგავხდიო, ის ველოსიპედით არიგებდა მაწონს, რომლიც დიდი პოპულარობით სარგებლოდა. აღსანიშნავიაფაქტია ისიც, რომ მასთან ხშირად დადიოდა საფრანგეთის სახალხო გმირი დიმიტრი ამილახვარი, გიორგიკვინიტაძის ქალიშვილი იხსენებს რომ მამა ხშირად უტარებდა მას ჭადრაკის ქვებით უმაღლეს სამხედროსტრატეგიულ გაკევთილებსო.

 მთელი დარჩენილი ცხოვრება გენერალმა საფრანგეთში გაატარა იგი ღრმად მოხუცებული 1970 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა პარიზის მახლობლად, დაბა შატუში. 1985 წელს, პარიზში გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გენრელის მემუარები რუსულ ენაზე „მოგონებები:საქართველოს დამოუკიდებლობისწლები,1917-1921“

მე სამსახურზე უარი არასდროს მითქვამს, რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო მდგომარეობა. დავმხარებოდი სათაყვანებელ სამშობლო საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეს, იყო და არის ჩემიუწმინდესი მოვალეობა“

გენერალი გიორგი კვინიტაძე

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!