close
ს საინტერესოაატეგორიის გარეშეედიცინასოფლიო

ბავშვთა მულტი ვიტამინების უმრავლესობაში D ვიტამინის რეკომენდირებული დღიური ნორმა არ აღმოჩნდა

XVXV

ოქსფორდისა და საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ექსპერტებმა დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა აფთიაქში ბავშვთა მულტი ვიტამინები შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ უმეტესობა მათგანში დ ვიტამინის არასაკმარისი რაოდენობა იყო.

 

შემოწმებული 70-მდე საბავშვო მულტი ვიტამინისგან დ ვიტამინის რეკომენდირებული დღიური ნორმა მხოლოდ მესამედში აღმოჩნდა.

 

როგორც ცნობილია, დ ვიტამინი აუცილებელი მკვებავი ელემენტია, რომელსაც ორგანიზმი მზის სინათლისა და საკვებისგან იღებს. მისი დეფიციტი ბავშვებში რაქიტს იწვევს – მდგომარეობას, რომელიც ძვლების არასწორ განვითარებას, სისუსტესა და ზრდის შეჩერებას იწვევს.

ამ ვიტამინის წარმოქმნა ზამთრის თვეებში რთულია და შედარებით მუქი კანის 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო დღეში 10 მიკროგრამი დ ვიტამინის მიღების რეკომენდაციას გასცემს.

ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ მულტი ვიტამინის მიცემა საუკეთესო გამოსავალია და საკმარისია თავიანთი შვილების ორგანიზმის ამ ვიტამინზე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. თუმცა, ზემოთაღნიშნული კვლევა ამ აზრს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

შემოწმებული ვიტამინებიდან 6 თვემდე ბავშვების დღიურ დოზას – 340 საერთაშორისო ერთეული მხოლოდ ერთი შეიცავდა. ხოლო 6 თვემდე ზემოთ ბავშვების დღიურ დოზას – 400 საერთაშორისო ერთეული – მხოლოდ მულტი ვიტამინების მესამედი.

ანალიზის გაკეთება მას შემდეგ გადაწყდა რაც საავადმყოფოებში დ ვიტამინის ნაკლებობის გამო მიმართვიანობა 34 პროცენტამდე გაიზარდა.

მკვლევარებმა ვიტამინი დ -ს რაოდენობა სპეციალურ დანამატებშიც შეამოწმეს. მიუხედავად იმისა, რომ მულტი ვიტამინებთან შედარებებით აღნიშნულ საკვებ დანამატებში დ ვიტამინის რაოდენობა მეტი აღმოჩნდა, უმეტესობა მათგანი რეკომენდირებულ დღიურ ნორმას ვერ აკმაყოფილებდა და ზოგ მათგანში დ ვტამინის რაოდენობა 400 საერთაშორისო ერთეულის ნაცვლად 50 იყო.

ექსპერტები კვლევის შედეგებს საგანგაშოდ მიიჩნევენ, ვინაიდან დ ვიტამინის დეფიციტი ბევრ მოზარდს აღენიშნება თანამედროვე ცხოვრების სტილი გამო, იმ პირობებში, როცა მათ უმეტესი დროის გატარება დახურულ სივრცეში უწევთ.

წყარო : www.independent.co.uk/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2