close
ამოგონება - ინოვაცია

ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლები რადიაციის წინააღმდეგ

16

უამრავ ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები რადიაციული დასხივების შედეგად. რადიაციული პრობლემები სათავეს მხოლოდ ცნობილი და მასშტაბური აფეთქებებიდან არ იღებს. ჩვენ გარშემო რადიაცია დიდი დოზითაა და იგი სხვადასხვა ფორმითა თუ სიხშირით ვლინდება. მის მოქმედებას კი შეიძლება ფატალური შედეგიც ჰქონდეს.
რადიაცია გამოსხივებაა, რომელსაც რადიოაქტიული ნივთიერებები ან მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური ტალღები ასხივებენ. მაიონებელი გამოსხივება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში. ბირთვული და რადიაციული საქმიანობა რადიოაქტიური მასალებისა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების სამედიცინო, სამრეწველო და სამეცნიერო-კვლევით გამოყენებასთანაა დაკავშირებული.
საშუალო მონაცემებით, საქართველოს გამოკვლეული ტერიტორიის მოსახლეობის გარეგანი დასხივების საშუალო წლიური დოზა – 20% ღია ადგილებიდან, 80%- შენობებიდან, რადონის მოქმედების გარეშე. დასავლეთ საქართველოში – 1,04 მზვ/წ, აღმოსავლეთ საქართველოში – 0,99 მზვ/წ, სამხრეთ საქართველოში – 1,1 მზვ/წ, ქ. თბილისში – 1.07 მზვ/წ.
ეს საკმაოდ საგანგაშო შედეგებია, რომლის მიხედვითაც საქართველოში რადიაცის სერიოზული პრობლემა დგას.
სწორედ ამ საშიშროებით და საფრთხეებით დაინტერესდა 20 წლის ქართველი სტუდენტი დათო გოგიტიძე, რომელმაც თავის ლექტორთან ერთად მსოფლიოში ინოვაციური დანადგარი გამოიგონა რადიაციული ტალღების აღმოსაჩენად და დასადგენად.
დათო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის და ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. ის მესამე კურსის სტუდენტია .
2015 წელს მეორე კურსელმა დათომ ლექტორთან, გიორგი უსანეთაშვილთან ერთად იქს რეი რადარი ( x ray radar )   შექმნა და არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

სამხედრო-გამომგონებელი გიორგი უსანეთაშვილი შავი ზღვის რობოტ კლუბის ხელმძღვანელია. სწორედ მასთან ერთად იმუშავა დათომ ერთი წლის განმავლობაში ინოვაციურ პროექტზე, რომელიც საბოლოოდ წარმატებულად დასრულდა.
იქს რეი რადარის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას ცოტა დროში შეუძლია რადიაციული დაბინძურების აღმოჩენა და მისი ზუსტი კორდინატების : სიმაღლის, აზიმუტებისა და აღმოჩენილი ნივთიერების ზომის დადგენა.
აღნიშნული დანადგარი წინამორბედების გაუმჯობესებული ვარიანტია, იმდენად რამდენადაც, სხვა რადარებისგან განსხვავებით იქ რეი რადარი უსაფრთხოა მოხმარების თვალსაზრისით და ადამიანს საფრთხეს არ უქმნის შეხების დროს.
პროექტის ავტორი დათო გოგიტიძე მუშაობის პროცესში არსებულ სირთულეებსა და პრობლემებზე საუბრობს და ყურადღებას ადამიანურ მონდომებასა და მოთმინების უნარზე ამახვილებს :
-„ ძალიან რთული პროცესია. თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. მასალის მოძიება, დამუშავება, დიზაინის შექმნა, სხვადასხვა პლატის დამზადება და მათი გამოცდა, პროგრამის დაწერა, ბევრი შეცდომა და ამის გამსოწორება. ბევრჯერ ვცადეთ, მხოლოდ ასე მიიღწევა შედეგი, ბევრი შრომით.
2 თვე იგეგმებოდა მუშაობის პროცესი და სხვა ტექნიკური დეტალები, უშუალოდ დანადგარზე მუშაობას დაახლოებით რვა თვე დასჭირდა. უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრში მიმდინარეობდა სამუშაოები . „
გამომგონებლები საკუთარი სახსრებით შეეჭიდნენ საკამოდ მასშტაბურ პროექტს. თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი გამოიღო და რადარმა წარმატებას არა მხოლოდ ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე მიაღწია, ასევე მსოფლიო მასშტაბითაც.
აღნიშნულმა იქ რეი რადარის პროექტმა გაიმარჯვა მიმდინარე წლის აპრილში თურქეთის ქალაქ ყარაბუქში მესამე Saf-Run Ulusal Robot შეჯიბრსა და გაზიანთეფში მეათე მსოფლიო შეჯიბრში.
თუმცა მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა და წარმატებისა არ არსებობს რადარის პატენტი და მისი რაოდენობაც ძალიან შეზღუდულია.
ავტორი დაინტერესების შემთხვევაში არ გამორიცხავს რაოდენობის ზრდას და ბუნების დაცვით თუ სამეურნეო საქმეში დანადგარის ნაყოფიერად გამოყენებას.
იქ რეი რადარის სიმაღლე 25 სმ-ია, სიგრძე- 17 სმ, სიგანე -17 სმ , ხოლო წონა კი 1 კგ შეადგენს.
ავტორები დანადგარის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას აპირებენ, თუმცა დატვირთული სასწავლო და სამუშაო რეჟიმის გამო ამას ამჯამად ვერ ახერხებენ.

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

ako.admin

The author ako.admin