close
აქართველო

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერების გამოგონება, რომელიც უსინათლოებს სიარულში დაეხმარება

674598ae-c9c4-48ac-9611-ed6f39040fe0

„ GRADIENT“ ასე ქვია ახალგაზრდა გამომგონებელთა  გუნდს – ანი ლელაშვილი, ანდრო ლომინაძე,გიორგი  დიღმელაშვილი,ელენე საჯაია, შაკო არევაძე, ნიკა დევაშვილი,  რომელმაც სულ მცირე ხნის წინ მთელ ქვეყანას გააცნო და დაამახსოვრა თავი. მათ შექმნეს ინოვაციური სათვალე უსინათლოთათვის, რომელიც გზის გაკვლევაში დაეხმარება მათ – ვიბრაციიის საშუალებით შეიგრძნობენ  წინ არსებულ ბარიერს.
მათ შესახებ მეტი რომ გამეგო რამდენიმე მათგანს შევხვდი. როგორც მოსალოდნელი იყო,  აქვთ ახალი იდეები. მუშაობენ მათზე.ამ იდეების ხორცშესხმა შესაძლებელია, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი უპრიანად არ მიაჩნიათ.  რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა სახელმწიფოს ან კერძო სტრუქტურების მხრიდან სათანადო დაფინანსება და თანადგომა. ამჯერად მხოლოდ უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მუშაობაა მათვის ხელმისწავდომი, რაც ძალიან კარგია, მაგრამ არა საკმარისი.
არადა, იდეას რა ფასი აქვს, თუ არ მოხდა მისი რეალიზება, მისი პროდიქტის  წარმოება, გამოყენება, შიდა თუ გარე ბაზარზე გატანა და საბოლოოდ კაპიტალად ქცევა.
ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების ქვაკუთხედია მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი, რასაც უზრუნველყოფენ ინტელექტუალები. მათ  შემჩნევა, დაფასება და რეალური დახმარება სჭირდებათ, რაც შემდგომ ისევ ქვეყანას წაადგება. ამ ახალგაზრდებს, არც ენთუზიაზმი აკლიათ, არც საქმის სიყვარული, არც ცოდნა, აქვთ ძიების სურვილი და   ელოდებიან რეალურ სპონსორს, რომელიც, იმედია, გამოჩნდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!