close
ვლევებიაქართველოოციოლოგიასიქოლოგია

კვლევა: რამდენად აქვს თბილისის მოსახლეობას სოციალური პასუხისმგებლობა?

7

ადამიანებს დანაგვიანება სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო დროთა განმავლობაში ჩვევად ექცათ. ისინი მიეჩვივნენ, ნებისმიერ ადგილზე დაუფიქრებლად დაყარონ ნარჩენი. უამრავი ადამიანი ვერ იაზრებს, ან არასწორად აფასებს საკუთარი ქმედებით გარემოს დაბინძურების უარყოფით შედეგებს და მიაჩნიათ, რომ მათი ქცევა, როგორც ცალკეული პირების ქცევა, გავლენას არ ახდენს საერთო სურათზე, მათ მიერ ქუჩაში ნაგვის დაყრა საერთო მდგომარეობას უარესობისკენ ვერ შეცვლის. ხშირად ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებს შესაფუთი მასალით, სიგარეტის ნამწვით ან სხვა ნარჩენით ანაგვიანებენ. ასეთი ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათ მიერ დაყრილი ნარჩენი სხვამ უნდა აკრიფოს, ამიტომაც დაბინძურების მთელი ტვირთი, როგორც წესი, სახელმწიფოსა და გადასახადების გადამხდელებს აწვებათ. ამდენად, საზოგადოებრივ ადგილებზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ნაკლებობა ან სრული არქონა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.[1]

საქართველოში ბევრი ფეხით მოსიარულე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი თუ, უბრალოდ, ქალაქის მცხოვრები ქუჩების დანაგვიანების ერთ-ერთ მიზეზად ნაგვის კონტეინერების ნაკლებობას ასახელებს. სხვადასხვა კვლევამ დაადასტურა, რომ ამა თუ იმ ადგილზე ნარჩენების არსებობა განაპირობებს აღნიშნული ადგილის კიდევ უფრო დანაგვიანება.[2] ქუჩაში დაყრილი ნარჩენი ადამიანების მიერ აღიქმება, როგორც სიგნალი, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც უსარგებლო ნივთების დაყრა შეიძლება. აღნიშნული ფაქტორი, ადგილობრივი ნარჩენების მართვის მომსახურების არარსებობა/ნაკლოვანებასთან ერთად, შესაძლოა, მივიჩნიოთ საქართველოს სოფლებში საკმაოდ გავრცელებული არალეგალური ნაგავსაყრელების არსებობის მიზეზად.

ქართული საზოგადოება განიცდის სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნების ნაკლებობას, რაც სოციუმის ფუნქციონირების მრავალ ასპექტში ვლინდება. კერძოდ, ქალაქში არსებული სისუფთავის მდგომარეობის შენარჩუნებასა და/ან გაუმჯობესებაში. მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც კანონში 2015 წელს შევიდა [3] თბილისის ქუჩებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა დანაგვაინების მხრივ. საქართველოში გარემოს დაბინძურებისთვის დღეში საშუალოდ 3 ადამიანი ჯარიმდება. 2015 წლის 15 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც „ნარჩენების მართვის კოდექსში” ცვლილებები შევიდა, 2016 წლამდე სამართალდამცველებმა სულ 2 060 საჯარიმო ქვითარი გამოწერეს, გადახდილმა თანხამ კი 203 500 ლარი შეადგინა.[4] ქვეყანაში გარემოს დაბინძურების პრობლემა დღემდე მწვავედ დგას. გამკაცრებული სანქციების მიუხედავად, ნაგვის ქუჩაში დაყრის მავნე ჩვევას მოქალაქეების ნაწილი თავს ისევ ვერ ანებებს.

გამომდინარე აქედან, ჩვენი კვლევის მიზანია, თბილისში არსებული მდგომარეობის შეფასება მეტრო სადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე.

საკვლევი საკითხებია:

  • ძირითადად, რა ტიპის ნაგავი იყრება თბილისის ქუჩებში?
  • მოქმედებს თუ არა ასაკი ნაგვის დაყრის სიხშირეზე?
  • რა კავშირშია სქესი ნაგვის დაყრასთან ქუჩებში?
  • ახდენს თუ არა გავლენას ნაგვის ურნის არსებობა/არარსებობა ნაგვის დაყრაზე ქუჩებში?
  • სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლების, კერძოდ, კონტროლიორების  ზედამხედველობა  ახდენს თუ არა გავლენას ნაგვის დაყრაზე?

აღნიშნული საკითხის საკვლევად, ერთი ერთი თვის განმავლობაში ჩართული დაკვირვების საშუალებით, 15 მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სისტემატურად განვახორციელეთ  მოსახლეობაზე დაკვირვება. დაკვირვების დროდ არჩეული იქნა დღის ყველაზე გადატვირთული მონაკვეთები, რათა დანაგვაინების მაქსიმალური რაოდენობა დაგვეფიქსირებინა. გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის სხვადასხვა უბანი ხალხის განსხვავებული სიმრავლით გამოირჩევა, 15 ლოკაციაზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა სხვადასხვაგვარი სიტუაცია გაჩერების ადგილების შესაბამისად.

შედეგები

დაკვირვების შედგად მიღებული მონაცემების გაანალიზებისას, გამოვლინდა რომ ადამიანების ყველა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელი (10 – 80 წლამდე) ყრის ნაგავს თბილისის ქუჩებში, თუმცა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 41-50 წლამდე კატეგორიის ადამიანებში დაფიქსირდა (28.7%). (იხ. ცხრილი #1)

ცხრილი #1  ასაკობრივი მაჩვენებლები

ანალიზის შედეგად, გამოვლინდა სქესობრივი განსხვავება დამნაგვაინებლებს შორის. (იხ.ცხრილი #2) კერძოდ, ჩვენს მიერ დაფიქსირებული ადამიანების 71.3%-ს მამრობითი სქესი წარმოადგენს, ხოლო 28.7%-ს მდედრობითი. პირსონის კორელაციის კოეფიციენტის საშუალებით, გავაანალიზეთ, რამდენად არის კავშირი სქესსა და დანაგვაინებას შორის, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ r= 0.507 (-1< r < 1). (იხ. დანართი #2)  გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამნაგვიანებლების სქესობრივ მახასიათებელსა და დანაგვაინების ხარისხს შორის არსებობს საშუალო კორელაციური კავშირი, რაც გულისხმობს იმას, რომ სქესი მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად დაანაგვიანებს ადამიანი გარემოს.

ცხრილი #2 სქესობრივი მაჩვენებლი

ნაგვის ტიპი, რომელიც დავაფიქსირეთ დაკვირვების ლოკაციებზე გვაერთიანეთ 4 კატეგორიაში, ესენია, სიგარეტის ნამწვები, საკვები პროდუქტები, რომელშიც იგულისხმება ყველაინაირი საკვები პროდუქტის ნარჩენი, იქნება ეს მზესუმზირა, ალუჩუჩა, თხილი თუ ა.შ. მესამე კატეგორიაა, სამგზავრო ქვითრები და სხვა ტიპის ქაღალდები, რომელშიც მოიაზრება ნებისმიერი ტიპის ქაღალდი, ჩასარიცხი აპარატების ქვითრები, მაღაზიის ჩეკი, ქაღალდის ხელსახოცი და ა.შ. ბოლო კატეგორიაა, საკვები პროდუქტების და სხვა ტიპის ნარჩენები, რაშიც შედის პოლიეთილენის პარკები, როგრც პლასტმასის, ასევე თუნუქის ქილები. დანაგვიანების დაფიქსირებული ფაქტებიდან, 50.0%-ს შეადგენს სიგარეტის ნამწვები, რაც საკმაოდ დიდ რაოდენობას გულისხმობს. აღნიშნულ პროცენტულ მაჩვენებელში არ იგულისხმება შემთხვევით დავარდნის ფაქტები. (იხ. დანართი #5). ასევე, 27.2%-ს შეადგენს სამგზავრო ქვითრები და ქაღალდები. (იხ. ცხრილი #3).

ცხრილი #3 დაყრილი ნაგვის ტიპები

აღმოჩნდა, რომ 15 ლოკაციიდან, 10 გაჩერებაზე კონტროლიორები არ შეინიშნებოდნენ, ხოლო იმ ხუთ ლოკაციაზე, სადაც კონტროლიორები ეწეოდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, შედარებით ნაკლები დაბინძურების მაჩვენებელი მივიღეთ. ასევე, ამავა ლოკაციებზე (M გურამიშვილის, M დიდუბის, M რუსთაველის, M თავისუფლების და M სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე) ჩვენი დაკვირვების განმავლობაში სამგზავრო ქვითრის დაგდების სულ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სატრანსპორტო სამსახურის ზედამხედველობა, გარკვეულწილად უზრუნველყოფს ნაგვის გარკვეული ტიპით დანაგვიანების შემცირებაზე (r= 0. 251). (იხ. დანართი #3)

თბილისის უბნებში აღმოჩნდა ისეთი გაჩერებები, სადაც ნაგვის ურნა საერთოდ არ იყო ან საკმაოდ მოშორებით იყო. ასეთი გაჩერებები აღმოჩნდა სულ 4 ცალი (M ნაძალადევის, M მარჯანიშვილის, M ავლაბრის და M 300 არაგველის მიმდებარე ტერიტორიაზე).  მონაცემების შედარების შედეგად, იმ გაჩერებებზე, სადაც ნაგვის ურნა საერთოდ არ იყო ან მოშორებით იყო და იმ გაჩერებებზე, სადაც ნაგვის ურნა იყო, დაყრილი ნაგვის რაოდენობა დიდად არ განსხვავდება ერთნამეთისგან. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაგვის ურნასა და გაჩერებას შორის მანძილი არ მოქმედებს დანაგვიანების ხარისხზე ( r= – 0.183). (იხ. დანართი #4)

წარმოდგენილი ასაკობრივი კატეგორებიდან, განსხვავებულია სხვადასხვა სახის ნაგვის დაყრის სიხშირე. მათი გაანალიზების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიგარეტის ნამწვავებით, ყველაზე ხშირად, ქუჩებს ანაგვიანებენ 21-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანები, რომელთაგან 2.6% მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. სამგზავრო ქვითრების შემთხვევაში, შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა 4-დან 50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში (32.4%), ხოლო დანარჩენი ასაკის ადამიანები თითქმის თანაბარდან ანაგვიანებენ გარემოს. (ის. ცხრილი #4)

ცხრილი #4 კავშირი ასაკობრივ მაჩვენებელსა და ნაგვის ტიპებს შორის

სქესთან შორის კავშირის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ მამრობითი სქესის ადამიანები, ძირითადად, სიგარეტის ნამწვავებს ყრიან ძირს, ხოლო მდედრობითი სქესის კი სამგზავრო ქვითრებს, ქაღალდებს და სხვა ტიპის ნარჩენების დაყრისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი. (იც. ცხრილი #5)

ცხრილი #5 კავშირი სქესსა და ნაგვის ტიპებს შორის

მონაცემების ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა, რომ დანაგვაინების ყველაზე დიდი პროცენტული წილი მოდის M ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაჩერებებზე, შემდეგ მოდის M დიდუბე, ხოლო შემდეგ M ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული შედეგი, შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმით, რომ თბილისის მოსახლეობის დაახოებით 27.42%[5] აღნიშნულ უბნებში ცხოვრობს, ამას ემატება ისიც, რომ აღნიშნული ლოკაციები წარმოადგენს საკვანძო წერტილებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის, რაც საბოლოო ჯამში იწვევს გარემოს დაბინძურების ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს.

ცხრილი #6 დანაგვიანების ზოგადი მაჩვენებელი

სიგარეტის ნამწვების დაყრის სიმრავლით გამოირჩევიან შემდეგი უბნები, M ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია, M დიდუბე და M ავლაბარი. ქაღალდების და სხვა ტიპის ნარჩენების დაყრით, M ახმეტელი, M ნაძალადევი, M სადგურის მოედანი და M ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიები. (იხ. ცხრილი #7)

დიაგრამა #7 ნაგვის ტიპების ზოგადი მაჩვენებელი უბნების მიხედვით

შეჯამება

თბილისის ქუჩებში ერთთვიანი საველე სამუშაოების ჩატარების შედეგად, ადამიანთა რამდენიმე კატეგორია გამოვყავით, კერძოდ, პირველიკატეგორიის ადამიანები წარმოადგენენ მწეველებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია სიგარეტის ნამწვის ძირს დაგდება, რომელიც გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების დაძვრისა და წასვლის მცდელობასთან. ასეთი ტიპის ადამიანები, მათთვის ობიექტური მიზეზების გათვალისწინებით ჩადიან მსგავს ქმედებას (ტრანსპორტზე დაგვიანება) და მის ახსნას ცდილობენ, ‘სხვა რა გზა მქონდა’ მიდგომით.

შემდეგი ტიპის ადამიანებში ერთიანდებიან, ისეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან გარშემომყოფებს, მათ ქცევებს და ამის შესაბამისად აგდებენ ნაგავს ძირს. ეს გულისხმობს იმას, რომ თუ ასეთმა ადამიანებმა სხვისი ყურადღება მომართული მათზე ვერ იგრძნეს, ისინი თავისუფალნი არიან თავიანთ ქცევაში, მათ იციან რომ ნაგავი არ უნდა დაყარონ, მაგრამ მაინც იმეორებენ ამ ქმედებას, თუმცა სხვებისგან დამალულად.

კატეგორია, რომელიც ძირითადად, მდედრობითი სქესისსთვის არის დამახასიათებელი, გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარი უხერხულობის და დისკომფორტის გარეშე მიირთმევენ სხვადასხვა სახის საკვებ პროდუქტებს, ხოლო მის ნარჩენებს ყრიან ქუჩაში, თუმცა მათთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მაგალითისთვის, მზესუმზირის ნაფცქვენი ან ალუჩის კურკა, ყოვლად უწყინარ ნარჩენად მიაჩნიათ.

ერთ-ერთი კატეგორიაა ადამიანების, რომლების საგრძნობლად განიცდიან ცნობიერების დონის ნაკლებობას, რაც მათ უბიძგებთ მსგავსი დევიაციური ქმედებების ჩადენისკენ, რაშიც ვერ ხედავენ ვერანაირ დარღვევას და ზიანის მიყენების საფრთხეს ვინმეზე ან რაიმეზე. ისინი გაუცნობიერებლად მოქმედებენ ასეთ დროს, რადგან მსგავსი ქმედებები უკვე ჩვევაში აქვთ გადასული და ვერც ამჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია სანაგვე ურნა მათთან სულ ორიოდე ნაბიჯით იყოს მოშორებული.

ერთ-ერთ კატეგორიაში გაერთიანდნენ უცხოელი ტურისტები, რომლებმაც საქართველოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩათვალეს, რომ ადგილობრივ კულტურაში ქუჩის დანაგვიანება არ აღიქმება დევიაციურ ქმედებად, შესაბამისად მოერგვნენ აქაურობას.

საშუალოდ თბილისში

  • 1 საათში 9 ცალი სხვადასხვა ტიპის ნაგავი შეიძლება დავარდეს
  • 1 დღის განმავლობაში 218 ცალი სხვადასხვა ნაგავი შესაძლოა დავარდეს
  • 1 კვირის განავლობაში 1523 ცალი
  • 1 თვის განმავლობაში 45696 ცალი
  • 1 წელიწადში 548352 ცალი

დანაგვიანება ქვეყანას, საზოგადოებასა და თითოეულ მოქალაქეს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება დიდ რესურსს საჭიროებს, რაც მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება და, ამ პრობლემის არარსებობის შემთხვევაში, შეიძლებოდა უფრო ეფექტიანად ყოფილიყო გამოყენებული სახელმწიფოს მიერ.

 

ბიბლიოგრაფია: 

[1]    https://bit.ly/2LdKjlf

[2] What is Littering? Conserve Energy Future, Rachel Oliver.

[3] საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ – https://bit.ly/2ut27Th ;

[4] https://bit.ly/2KXnNkm ;

[5] სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი); მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები; 2016.

 

დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრი●Psychology center of Davitianni

დაკვირვება: თბილისის მოსახლეობაში არსებული სოციალური პასუხისგმგებლობა

ავტორები: ღერღაია სალომე, მელაძე ბახვა, ჯარიაშვილი ბექა, ქაშიაშვილი ნოდარ, შაყულაშვილი ანანო

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა’

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2